FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მთავარიეკონომიკა 18.02.2015
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება. რეგიონში 14 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ასევე, კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს სესხის სახით 60 მილიონ დოლარს აძლევს, საქართველო კი აღნიშნული პროექტების განცხორციელებისათვის 15 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა ორ რეგიონში, მცხეთა–მთიანეთსა და სამცხე–ჯავახეთში განაწილდება, აქედან სამცხე–ჯავახეთისთვის 27.050.000.00 დოლარია გათვალიწინებული.

სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. თუმცა მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლები, რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისა და განახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების სამუშაო ვერსიების საჯარო განხილვებს მართავენ.

აღნიშნული შეხვედრა დღეს,18 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა და მას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის, გუბერნიის და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„განსაზღვრულია ჩარჩო დოკუმენტით ის ვალდებულებები, რომლითაც უნდა იმოქმედოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს, როგორც საქართველოს გარემოს დაცვით ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე, მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, – განმარტავს მუნიცპალური განვითარების ფონდის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი ანა რუხაძე.

საჯარო განხილვები პროექტის პირველი ეტაპია, მეორე ეტაპზე კი მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდება.

„დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მხირდან მიღებული კონკრეტული შენიშვნები. შემდგომ აღნიშნულ საკითხს შევათანხმებთ მსოფლიო ბანკთან. სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადავალთ რეალურ ოპერირებაზე, რომელიც იქნება პროექტების საბოლოო დიზაინის შემუშავება, ადგილზე ჩამოსვლა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება“, – განმარტავს მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვის და განსახლების სამსახურის უფროსი დავით ტაბიძე.

პროექტის ფარგლებში, ბორჯომში ისტორიული მუზეუმის აღდგენისთვის 2 მილიონია გამოყოფილი;

ახალციხის მუნიციპალიტეტში საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 3 მილიონი; ასევე, 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი ახალციხეში ტოლერანტობის ტურისთვის;

ადიგენის მუნიციპალიტეტში ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 მილიონია გათვალისწინებული; აბასთუმნის ურბანული აღდგენისთვის ( ხის სახლების რესტავრაციის ჩათვლით) – 6 მილიონი; აღმოსავლეთ კავკასიაში სამოგზაურო მარშრუტის მოწყობისთვის კი (მთის ქოხები) 750.000 დოლარი ;

ასევე, იგეგმება ასპინძის მუნიციპალიტეტში საროს დარბაზების სახლების რესტავრაცია, მისასვლელი გზისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, აღნიშნულისთვის 2 მილიონია გამოყოფილი;

ხერთვისის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 1.600.000 დაჯდება,ახალქალაქის ციხე–სიმაგრეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კი 700.000. ამავე ციხეზე განათების მოსაწყობად 500.000 გათვალისწინებული.

სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ზომები 1 მილიონი დაჯდება; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ვანის ქვაბებისთვის– 500.000 დოლარი; ტურიტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ხიდის რეაბილტაცია თმოგვის ციხე–სიმაგრისთვის 1 მილიონი;

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განმარტებით პირველ ეტაპზე საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
13 მილიონი ლარი აბასთუმნის განვითარებისთვის
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია გრძელდება [R]
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში