FM97.5 / LIVE

არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან

მთავარიეკონომიკა 18.02.2015
სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობისას, არალში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ზარალდება, თუმცა კომპენსაციას ვერ იღებს. მიწაზე, რომელსაც გლეხები ორი ათეული წელია ამუშავებენ, საკუთრების საკითხი სადავო აღმოჩნდა; პრობლემა, რომელიც სოფლიდან სასამართლოში ინაცვლებს.

არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის არეალი, სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაოხრები და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არალია. ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებითი 2,5 კმ სიგრძის მილსადენის სექციის მშენებლობა, წნევის დამწევი და გამზომი სადგურიდან საქართველო–თურქეთის საზღვრამდე.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არალში ათობით გლეხის მიწის ნაკვეთსა და საძოვრებს შეეხო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ საძოვრების კომპენსაციისთვის ბიპიმ 287.000 ლარი გადმორიცხა.

„740 კომლია და თითოს 368 ლარი მოუწია“, – ამბობს არალში სათემო კავშირის თავმჯდომარე გივი აკოფაშვილი.

საძოვრებისგან განსხვავებით, პრობლემა შეიქმნა სახნავ–სათესი ფართობების კომპენსაციებთან დაკავშირებით.

როგორც არლის დეპუტატი თენგიზ ქომოშვილი გვიხსნის, კომპენსაცია სოფელში 39 კომლს შეეხო: „ბიპი მათ მიწებს ყიდულობს, მოსავლიანად 10 მეასედში 7.700 ლარს იხდიან, მაგრამ 40–მდე ოჯახიდან 22–მა კომპენსაცია ვერ აიღო“.

ერთ–ერთი ასეთი ნოდარ ტატალაშვილია. თანასოფლელების მსგავსად, იგი ე.წ. ორჭოშანის ტერიტორიაზე 10 მეასედ მიწის ნაკვეთს ფლობს. ტატალაშვილი ამ ფართობს 1993–1994 წლიდან ამუშავებს და აცხადებს, რომ მის საკუთრებაშია. ამის დასადასტურებლად კი რეგისტრაციის მოწმობას, მიწის პასპორტსა და მიღება–ჩაბარების აქტს გვიჩვენებს.

„ახლა კი გვეუბნებიან, ეგ მიწა შენ არ გეკუთვნის, „საქნახშირისააო“. ამიტომ, ბიპიმ მხოლოდ მოსავლის, კარტოფილის კომპენსაცია, 2.300 ლარი მომცა“, – ამბობს ტატალაშვილი.

მიწაზე, რომელსაც წლებია ამუშავებენ, „საქნახშირს“ 2006 წლიდან რომ ჰქონია ლიცენზია და ეს ნაკვეთებიც მათ საკუთრებას არ წარმოადგენს, პირველად არლელებმა სწორედ მას შემდეგ გაიგეს, რაც მიწის მესაკუთრეებისთვის ბიპიმ კომპენსაცია გადმორიცხა.
„1990 წლიდან ჩვენ გვეკუთვნის ეს მიწები. საჯარო რეესტრში არ გვაქვს რეგისტრირებული, იმიტომ, რომ მაშინ ელექტრონული რეგისტრაცია არ იყო. 2006 წელს „საქნახშირს“ თუ მისცეს ლიცენზია, ეს მესაკუთრეების, ანუ ჩვენ დაუკითხავად რატომ გააკეთეს?!“ – კითხულობენ ადგილობრივები.

მათ დასახმარებლად ადვოკატს, ოთარ კაჭკაჭაშვილს მიმართეს. როგორც ადვოკატი გვიხსნის, რადგან გლეხებს ეს მიწები ელექტრონულად არ ჰქონდათ დასაკუთრებული, ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროზე დარეგისტრირდა, მოგვიანებით კი ამ ფართობზე ლიცენზიაც გაიცა. ამიტომ, საჯარო რეესტრში მიწების დასარეგისტრირებლად არლელებს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა მოსთხოვეს.

ადგილობრივებმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან პასუხი წერილობით (N17/47259) გასული წლის 5 დეკემბერს მიიღეს. სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიაშვილი წერს, რომ თანახმაა 8871 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განხორციელდეს ცვლილება ზედდების ნაწილში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ არლელები წარადგენენ ლიცენზიის მფლობელის თანხმობას კორექტირებასთან დაკავშირებით.

„საქნახშირიდან“ კი ადგილობრივებმა თანხმობა ვერ მიიღეს. „საქნახშირის“ წერილით გაურკვეველია რა მიზეზით ეთქვათ უარი არლელებს.
„მიწის ნაკვეთები მოქცეულია შპს „საქნახშირის“ ( ჯი–აი–ჯი ჯგუფი) საკუთრებაში არსებული N00995 ლიცენზიის სარგებლობის პირობებით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ შესაძლოა აღმოჩნდნენ ნახშირის მიწისქვეშა მოპოვების პროცესის დროს წარმოქმნილი, მიწის ზედაპირის დეფორმაციის არეალში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ზედაპირის დაზიანება“, – ნათქვამია წერილში (N3. 39/ 21.01.2015 ), რომელსაც „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ვალერი კუხალაშვილი აწერს ხელს.

ადვოკატი აცხადებს, რომ „საქნახშირს“ უარის თქმის უფლება არ აქვს, რადგან მიწის მესაკუთრე არ არის: „რატომ მოდის წინააღმდეგობაში მისი ლიცენზიის პირობები არლელების მიწის ნაკვეთებთან, „საქნახშირს“ არ დაუსაბუთებია. გაუგებარია რატომ უნდა ვკითხოთ ნებართვა მიწების დასაკუთრებაზე მას?! ასე მაშინ იქვე ახლოს ვალეს საბაჟოცაა და მათი თანხმობაც უნდა დაგვჭირდეს“.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კითხვაზე: რადგან მიწის მესაკუთრე „საქნახშირი“ არაა, რატომ წარმოადგენს მისი თანხმობა აუცილებელ პირობას იმისთვის, რომ გლეხებმა ნაკვეთები დაირეგისტრირონ, გვიპასუხეს: „ამ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტომ ადგილობრივებს უკვე მისწერა“.

რატომ არ შეისწავლა გარემოსდაცვის სამინისტრომ ტერიტორია, რომელზეც 40 წლიანი ლიცენზია გასცა „საქნახშირისთვის“, ამ და სხვა კითხვებზე პასუხს „სამხრეთის კარიბჭე“ გარემოსდაცვის სამინისტროდან ამ დრომდე ელოდება.
„საქნახშირში“ კი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არლელებისთვის თანხმობის გაცემა არც მთავრობაზე და, საბოლოოდ, დამოკიდებული არც მათზეა.

„ამას სჭირდება გეოლოგიური პირობების შესწავლა. კიდევ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, – გვითხრა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა.

ადგილობრივები კი ირწმუნებიან, რომ მათ ტერიტორიაზე „საქნახშირს“ სამთო მოპოვების სამუშაოები არასდროს უწარმოებია. ამას ვერც „საქნახშირში“ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ აქ ჯერ მხოლოდ დაზვერვითი და დაგეგმარების სამუშაოები ჩატარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით, სახელმწიფო ორგანოებსა და „საქნახშირს“ უნდა გამოეკვლიათ ვინ ექცეოდა „საქნახშირის“ პროექტის ზეგავლენის ქვეშ, გაემართა კონსულტაციები ამ მოქალაქეებთან და მიეღწია მათთან შეთანხმება: „ახლა კი ისე გამოდის, რომ სახელმწიფომ, რომელიც რეალურად დამნაშავეა სადავო სიტუაციის შექმნაში, ერთმანეთს შეატოვა მოდავე მხარეები და ელოდება, რომ ისინი თავად გადაჭრიან პრობლემას“.

მისი თქმით, ვითარებას ართულებს მესამე „მოთამაშის“ - სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის - გამოჩენაც: „ის ვალდებულია კონსულტაცია გაწიოს მიწების ლეგიტიმურ მფლობელებთან. ამდენად, ის მოთმინებით უნდა მიუდგეს საქმეს და არ დაუშვას, რომ ამ სადავო სიტუაციაში მისი ჩართვით, კიდევ უფრო გამძაფრდეს ვითარება და შეილახოს მოქალაქეთა მიწაზე საკუთრების უფლებები“.

რა პოზიცია აქვს ე.წ. მესამე მოთამაშეს, უცნობია. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით ბიპიმ უპასუხოდ დატოვა. მათ ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო გამოგვიგზავნეს.

ადგილობრივები კი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს საქმის სასამართლოში განხილვით ხედავენ და უახლოეს დღეებში სარჩელსაც შეიტანენ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]