FM97.5 / LIVE

BP ქალების ჩართულობისთვის (R)

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 17.02.2015
სადემონსტრაციო ნაკვეთები, მცირე ბიზნესი, კოოპერატივები და სათემო პროექტები სამცხე–ჯავახეთის სოფლებში და 200–მდე ჩართული ქალბატონი. BP რეგიონში ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.

BP ქალების ჩართულობისთვის (R)
პროგრამის ფარგლებში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ, 2003 წლიდან სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არაერთი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებს სამცხე–ჯავახეთში 2012 წლიდან „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

პროგრამა CDI ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დასავლეთ მარშრუტის მიმდებარე სოფლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას - მოსახლეობის მხრიდან თანამონაწილეობრივი სოციალურ–ეკონომიკური პროექტების დაფინანსების გზით.
პროგრამა სამიზნე სოფლებში ხელს უწყობს მოსახლეობას მცირე ბიზნესის, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და სათემო ორგანიზაციების შექმნა-გაძლიერებაში.
პროგრამის ფარგლებში ხდება საუკეთესო პროექტების შერჩევა და თანადაფინანსება. შერჩეული პროექტების ავტორები ინტენსიურად მონაწილეობენ ჯგუფურ ტრენინგებში და იღებენ კონსულტაციებს ბიზნესის მართვის, ორგანიზაციული განვითარების, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მარკეტინგის და სხვა საკითხების ირგვლივ.

მანანა კაპანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დგვარში ცხოვრობს. იგი მეორე წელია, ამავე სოფელში მცხოვრებ ეთერ გოგოლაძესა და ირმა კვინცხაძესთან ერთად, სადემონსტრაციო ნაკვეთს ამუშავებს და შემოსავლებით კმაყოფილია. ქალბატონები ამბობენ, რომ პროექტმა საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩინათ.

„პირველ წელს ნაკვეთში ხახვი გვეთესა და რეკორდული მოსავალი მივიღეთ, წელს კი ნიორი დავთესეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის მხრივ კარგი წელი არ იყო, ძალიან კმაყოფილები ვართ. ორი წელია უკვე ჩემი შემოსავალი მაქვს და ოჯახში მოვიხმარ“ , – ამბობს მანანა კაპანაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი პროექტი კიდევ განხორციელდება, აუცილებლად ჩაერთვება: „პირველ წელს რომ კარგი მოსავალი მივიღეთ, ამან სტიმული მოგვცა. ძალიან დიდი მადლობელი ვართ რეგიონული განვითარების ასოციაციის აგრონომის მუგო მოვსესიანის, რომელიც მუდმივად გვეხმარებოდა და გვიწევდა კონსულტაციებს“.

მანანა ამბობს რომ მისი დახმარებით ისწავლეს სათესლე ნივრის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები, აგრო-ვადების და ნორმების დაცვა.

მანანა კაპანაძეს ეთანხმება ირმა კვინცხაძეც. ირმა ამბობს, რომ აქამდე მისი ოჯახი მხოლოდ პენსიით ცხოვრობდა, ახლა კი სხვა შემოსავალიც გაუჩნდათ: „სამი შვილი მყავს, ჩემს ოჯახში დედამთლისა და მამამთილის პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ შემოდიოდა. ახლა ჩემი შემოსავლებით ბავშვებს ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები ვუყიდე. მას შემდეგ, რაც შემოსავლის წყარო გამიჩნდა, უფრო მშვიდი და თავდაჯერებული გავხდი“.

ქალბატონების თქმით, სადემონსტრაციო ნაკვეთს ხშირად სტუმრობენ ადგილობრივები რჩევისთვის და უკვე 17 ფერმერს გაუწიეს დახმარება ამ კულტურების თანამედროვე ტექნოლოგიებით მოყვანაში.

სადემონსტრაციო ნაკვეთი სოფელ დგვარის გარდა ტაძრისშიც არის. აქ წელს ხახვის ჭილი მოიყვანეს.
„სამი წელია ამ პროექტში ვართ. წელს ხახვის „ჭილი“ მოვიყვანეთ. ნაწილი უკვე გავყიდეთ, უმეტესი აქვე, სოფელში, ნაწილს კი გაზაფხულზე გავასაღებთ“, – ამბობს ნათია შაყულაშვილი.

მისივე თქმით, ვიდრე სადემონსტრაციო ნაკვეთში ნიორსა და ხახვს დარგავდნენ, სოფელში აღნიშნული კულტურა არ მოჰყავდათ: „ჩვენ ძირითადად კარტოფილს ვთესავდით. ხახვსა და ნიორს უმეტესად ხაშურის ბაზარზე ვყიდულობდით. ახლა გავერკვიეთ და ვისწავლეთ, როგორ მოვიყვანოთ და როგორ მოვუაროთ. მეზობლები მოდიოდნენ, აკვირდებოდნენ როგორ ვამუშავებდით ნაკვეთს, როგორ ვუვლიდით და შემდეგ მათაც მოგვბაძეს“.

პროგრამა სამიზნე სოფლებში მცირე ბიზნესის განვითარებასაც უწყობს ხელს.

ნათია გელაშვილი ახალციხის მუნციციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს. „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ მიერ მცირე ბიზნესის თანადაფინანსების შესახებ სოფლის ცენტრში გამოკრული განცხადებიდან გაიგო. ახლა მას საკუთარი საცხობი აქვს, სადაც ტორტებს, ნამცხვრებსა და სხვადასხვა ფუნთუშეულს აცხობს.

„ტორტებს მანამდეც ვაცხობდი, თუმცა არ მქონდა შესაბამისი ინვენტარი და ძალიან ვწვალობდი. ამ პროექტის დახმარებით უკვე ჩემი ბიზნესი მაქვს. შეკვეთებს ორი სოფლის მოსახლეობისგან ვიღებ, კლიენტები მყავს ახალციხიდანაც. 5-სულიან ოჯახში ერთადერთი შემოსავლის წყარო მე ვარ. ვაპირებ გავფართოვდე და რამდენიმე თანამშრომელიც ავიყვანო“, – ამბობს ნათია.

ამავე სოფელში მცირე ბიზნესი განავითარა მარინა გოგოლაძემაც. კონკურსში გამარჯვებისა და თანადაფინანსების შემდეგ, მარინამ სოფელში სილამაზის სალონი გახსნა და თანამშრომელი აიყვანა.

„ერთი წელია ვმუშაობ. კარგი შემოსავალი მაქვს. ჩემი პროფესიით 5 წელია აღარ მიმუშავია, ახლა ისევ დავსაქმდი. არ ველოდი ამდენი კლიენტი თუ მეყოლებოდა. ვისაც თმის შეჭრა უნდა, ამის გამო ქალაქში აღარ მიდის და დამატებით გზის ფულს აღარ ხარჯავს“, – ამბობს წინუბანში მცხოვრები ქეთი ანთია.

აღნიშნულ სოფლებში რეგიონული განვითარების ასოციაციის მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი ვალერი გელაშვილი მუშაობს. ვალერი გვიხსნის, რომ სამი წლის განმავლობაში, მცირე ბიზნესის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა 33 სამიზნე სოფლიდან.

შემოსული განაცხადებიდან, კონკურსის წესით შეირჩა საუკეთესო პროექტები, რომელთა ავტორებმაც, ტრენინგების შედეგად ისწავლეს ბიზნეს გეგმების მომზადება და მიეცათ შესაძლებლობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარედგინათ მათი ბიზნეს გეგმები თანადაფინანსების მოსაპოვებლად. ჯამში, პროგრამის ფარგლებში, 71 გამარჯვებული ბიზნეს-პროექტის თანადაფინანსება მოხდა.

BP ქალების ჩართულობისთვის (R)

ასევე, პროგრამის დახმარებითა და ქალბატონების ინიციატივით გაკეთდა საქონლის დასაწყურებლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში: „ორი წელია ჩართული ვარ სათემო კავშირში. პროექტი დაგვიფინანსეს კონკურსში გამარჯვების შემდეგ და ჩვენს სოფელში საქონლის დასაწყურებლები გავაკეთეთ“.

ნათიას თქმით, სოფელმა საკუთარი წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში - შეღება და დაამონტაჟა პროგრამის თანადაფინანსებით შეძენილი ახალი დასაწყურებლები, ასევე შეაკეთა არსებულები. იგი ამბობს, რომ მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რადგან დასაწყურებლები საძოვრებსა და მთაშიც დაიდგა და საქონლის დაწყურების პრობლემა მთელ სოფელს მოეხსნა.
„შარშან წყლის გასაფილტრი სისტემა დავამონტაჟეთ იგივე პროგრამის დახმარებით“, - ამბობს უდეს სათემო კავშირის თავმჯდომარე ნათია მაისურაძე.

მისივე თქმით, რადგან პროექტი ქალებს ახალისებდა, ამიტომ სოფელმა შვიდწევრიან კავშირში 4 ქალი აირჩია. ქალებს მიეცათ შესაძლებლობა ეაქტიურათ და თავად ჩადგომოდნენ პროექტების განხორციელებას სათავეში - შეიმუშავეს პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი, მოაგვარეს პროექტის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხები და ჩართულები იყვნენ ფაქტიურად ყველა პროცესში ველზე ფიზიკური მუშაობის გარდა. შედეგმაც არ დააყოვნა.

„გარდა ამისა, ვისწავლეთ პროექტის დაწერა და თუ კიდევ გამოცხადდება რამე, განაცხადს თამამად შევიტანთ“, - ირწმუნება ნათია მაისურაძე.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მცირე ბიზნესის, სასოფლო კოოპერატივების და სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების პროექტების შედეგად თვითდასაქმების და დასაქმების შესაძლებლობა მიეცა 185 ქალბატონს. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სათემო კავშირები აწევრიანებს 10 ქალბატონს.

BP ქალების ჩართულობისთვის (R)


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)
სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
BP სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივების განვითარებას უწყობს ხელს (R)