FM97.5 / LIVE

შპს ”ასტორიას” უკანონო შეწირულობა ”ნაციონალურ მოძრაობას”

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 04.09.2012
შპს ”ასტორიას” ტრაქტორს, რომელიც გზას სამხედრო დასახლებაში აგებს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკა, ხუთი ნომერი აქვს დამაგრებული

შპს ”ასტორიას” უკანონო შეწირულობა ”ნაციონალურ მოძრაობას”

ადგილობრივი სამშენებლო კომპანია, შპს ”ასტორია” გზის სამშენებლო სამუშაოებზე ყოფილ სამხედრო დასახლებაში, კოსტავას ქუჩაზე, მეხუთე დღეა მუშაობს.

ტრაქტორის ოპერატორის ვანო მანველიშვილის განცხადებით, ტრაქტორი კომპანიის საკუთრებაა: ”ამ ტრაქტორით ჯერ გზას ვასწორებთ, შემდეგ აქ მიწისქვეშა გაყვანილობები მოწესრიგდება და ამის მერე დაიწყება ასფალტის დაგება”.

მისი თქმით სამუშაოები 10 დღეს კიდევ გაგრძელდება.

”გზას ვაფართოვებთ და ვალამაზებთ”, - აცხადებს შპს ”ასტორიას” მუშა უშანგი ინასარიძე.

საარჩევნო საკითხების მკვლევარის ნინა ხატისკაცის განმარტებით, რადგანაც ეს კომპანია ასრულებს სახელმწიფოს დაკვეთას და ხარჯავს საბიუჯეტო თანხას, არ შეიძლება ეს საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკით კეთდებოდეს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს: ”ასე, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ გზას უგებს ”ნაციონალური მოძრაობა”. ეს არის დარღვევა”.

ხატისკაცის განცხადებით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვაც: ” საარჩევნო პერიოდში ეკრძალება კერძო კომპანიას შეასრულოს სახელმწიფოს ფუნქცია და ვთქვათ ვიღაცას სახლი გადაუხუროს, თუ ის არ ღებულობს მონაწილეობას საარჩევნო შესყიდვებში. ეს იკრძალება სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყისდვა საარჩევნო პერიოდში”.

ამ შემთხვევაში კი, ხატისკაცის თქმით, პარტიის რეკლამითა და სახელმწიფოს ფულით კერძო კომპანია მომსახურებას უწევს ამომრჩეველს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისიტის ირინე ურუშაძის განცხადებით, ნებისმიერ საერთაშორისო აქტშია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარტია და ხელისუფლება არ უნდა იყოს აღრეული: ”სახელმწიფო ბიუჯეტით გაკეთებული ღონისიება, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ჯერ ტენდერი ცხადდება და შემდეგ რომელიმე იურიდიული პირი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტით გაკეთბული ნებისმიერი საქმე, სადაც პარტიული სიმბოლიკა არის გამოყენებული, აღიქმება როგორც ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენება”.

ურუშაძის განცხადებით, ეს არის იურიდიული პირის მხრიდან უკანონო შემოწირულობა, რადგან ამით რეკლამას უწევს პარტიას, შესაბამისად ის ხარჯს გასწევს ირიბად პარტიისთვის: ”იურიდიული პირისგან კი შემოწირულობის გაკეთება აკრძალულია”.

შპს ”ასტორიას” უკანონო შეწირულობა ”ნაციონალურ მოძრაობას”

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

შეიცავდა თუ არა ყრილობა კანონდარღვევის ნიშნებს?
ადმინისტრაციული რესურსი წინასაარჩევნო კამპანიაში
ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში?
საია: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს სთხოვენ   საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პერიოდში – TI-ს ანგარიში
საარჩევნო მასალებისა და შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილები ადიგენში
პარტიული საარჩევნო სიების ცესკო-ში  წარდგენის ვადა იწურება