FM97.5 / LIVE

ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

მთავარიპოლიტიკა 16.02.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი არ დაუჭირეს.

ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მესამე სხდომა დღეს, 16 თებერვალს გაიმართა. დეპუტატებმა ხუთი საკითხი განიხილეს. მათი უმრავლესობა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას ეხებოდა. აღნიშნული საკითხებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მხარი არცერთს არ დაუჭირეს.

"დღეს სხდომაზე განსახილველად გამოტანილი თითქმის ყველა საკითხი იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ქალაქის საკრებულო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, თუ რამდენი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ მერიამ და საკრებულომ ეფექტურად იმუშაოს. წესდებებსაც არ დავუჭირეთ მხარი, რადგან უკვე ცხრაჯერ განიხილეს წესდებებში ცვლილებები დასამტკიცებლად", – აცხადებს დეპუატატი "ნაციონალური მოძრაობიდან" მალხაზ გიქოშვილი.

იგივე მოტივით ხუთი საკითხიდან მხარი არცერთს არ დაუჭირა დეპუტატმა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაურმა.

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯი ყოველ სხდომაზე იზრდება, ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი მათ ხელფასებში მიდის, როდესაც ამხელა პრობლემები აქვთ სოციალურად დაუცველებს, ომის ვეტერანებს, მარტოხელა დედებს თითქმის ყველა სხდომაზე შტატების დამატებას და ხელფასების გაზრდას არ უნდა ვიხილავდეთ“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

'დაიძინებენ, გაიღვიძებენ, რაღაც აზრი მოუვათ თავში და'– პროტესტი სხდომაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს