FM97.5 / LIVE

ადიგენში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის მშენებელი დააჯარიმეს

მთავარიეკონომიკა 16.02.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანისა და ქვემო ენთელის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისას სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო ინდივიდუალური მეწარმე ნათელა მიქელაძე 20.718 ლარით დააჯარიმეს.

ადიგენში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის მშენებელი დააჯარიმეს
ლელოვანისა და ქვემო ენთელის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო და 24 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„სამუშაოები ნაწილობრივ დასრულდა. ხარვეზებია გამოკვეთილი და ცდილობს მშენებელი კომპანია, რომ გამოასწოროს“,– ამბობს ადიგენის რესურსცენტრის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი შორენა ჭიტაძე.

ენთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ყიფშიძე ამბობს, რომ მის სკოლაში კარებებზე საკეტებია მოშლილი: „სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულეს. საკეტები მოშლილია და ნაგავიც არ გაუტანიათ. დავუკავშირდით ფირმას და ამ შაბათ–კვირას შეიძლება შეაკეთონ კარებები".

ხარვეზებია ლელოვანის საჯარო სკოლაშიც.

“მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრები ჩასვეს და რაც ამაგრებს მინებს ის ნაწილი დააკლდათ, სხვა ზომის ჩამოიტანეს და არ გამოადგათ. ერთი მინა ჩაუვარდათ კიდეც. გადავეცით ზუსტი მონაცემები რაც გვესაჭიროება, მაგრამ საწყობში ჯერ არ ჰქონიათ და ველოდებით როდის ჩამოიტანენ“, – გვიხსნის ლელოვანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ მეტრეველი.

ლელოვნის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება 86452,75 ლარზე დაიდო, ხოლო ქვემო ენთელის საჯარო სკოლისთვის 61535,77 ლარზე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც გაგრძელდება. სამედიცინო ოთახის მოწყობა იგეგმება დაბა ადიგენისა და უდეს N1 საჯარო სკოლებში. ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება მლაშის, უნწის, ღორძის და ბოლაჯურის საჯარო სკოლებს.

ადიგენში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის მშენებელი დააჯარიმეს

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
ადიგენში სკოლებამდე მისასვლელ გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება