FM97.5 / LIVE

სვირის სკოლაში თემის საჭიროებების კვლევის შედეგებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 14.02.2015
13 თებერვალს, სოფელ სვირის საჯარო სკოლაში შეკრებილებს, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა „თემის საჭიროებების კვლევის“ შედეგები გააცნეს.

სვირის სკოლაში თემის საჭიროებების კვლევის შედეგებზე იმსჯელეს

სამოქალაქო კლუბის, „ფესვების“, წევრებმა კვლევა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩაატარეს.

დამსწრეებს კვლევის შედეგები კლუბის ლიდერებმა ლალი და თიკო უჩიძეებმა წარუდგინეს. მათ წარადგინეს სლაიდ შოუ, სადაც ისაუბრეს გამოვლენილ პრობლემებზე და მოკლედ აღწერეს მცირე გრანტებით მიღებული პროექტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

თემში ინტერნეტის უქონლობა; სასმელი წყლის მოუწვდომლობა და არახარისხიანი წყალი; სოფელ სვირსა და ბოგაში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა, (სადაც მოსწავლეებს ფეხით უწევს სიარული, მოსწავლეთა უსაფრთხოების პრობლემა დგას); სკოლის ეზოს შემოღობვის საკითხი; ნაგავსაყრელების არ არსებობა; ბიბლიოთეკისათვის ფართის არ არსებობა – იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

შეხვედრას სვირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ უჩიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესიკ გოგსაძე და სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბორის შუბითიძე ესწრებოდნენ. ისინი ახალგაზრდებს დაჰპირდნენ, რომ თითოეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ისაუბრებენ და კონკრეტული ღონიძიებებს გაატარებენ პრობლემების მოსაგვარებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი განვითარების ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნუგზარ თათეშვილი სამოქალაქო კლუბის წევრებს მცირე გრანტების პროგრამაში მხარდაჭერას დაჰპირდა. მისი თქმით, ესრაც გულისხმობს არაფორმალური განათლების კუთხით გარემოს დაცვით საკითხებზე ინფორმაციის გაცნობასა და სამომავლოდ ეკოლოგიურ ღონისძიებებში ჩართვას.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთავარ საკითხებზე მომზადდეს პეტიცია, რომელსაც სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ადგილობრივ თვითთმართველობას წარუდგენენ.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებმა სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს უმასპინძლეს
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალგაზრდული ცენტრის წლიური ანგარიში

რეგიონის პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდები ერთვებიან
მოსწავლეებმა სოფელ მუსხში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს