FM97.5 / LIVE

გელა კოხოძე: ‘მუსლიმებისთვის ცუდი არასდროს არაფერი მიკადრებია’

მთავარისაზოგადოება 13.02.2015
მოხეს პოლიციის განყოფილების უფროსი გელა კოხოძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. იგი მუსლიმებთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.

გელა კოხოძე: ‘მუსლიმებისთვის ცუდი არასდროს არაფერი მიკადრებია’
გელა კოხოძე

ადიგენის რაიონული სამმართველოს მოხეს პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი გელა კოხოძე ირწმუნება, რომ მუსლიმებისთვის ცუდი არასდროს არაფერი უკადრებია: „ძალიან ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს“.

რაც შეეხება ჭელაში მინარეთის მოჭრის დღეს, როცა მუსლიმებმა კოხოძე, (რომელიც მაშინ ადიგენის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი იყო) სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, იგი ამბობს, რომ მაშინ მსგავსი არაფერი ყოფილა: „არ ვიცი მაშინ რა მოეჩვენათ, ხმამაღალ ლაპარაკში რა როგორ გაიგეს, მერე კი ყველაფერი მე დამაბრალეს“.

კოხოძე აცხადებს, რომ მას ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ყველა ადგილობრივ მუსლიმთან: „მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, რომელსაც არ ვუყვარვარ. მაგრამ ბუნებრივია მათთან კონფლიქტში არ შევალ. ძალიან კეთილგანწოყობილი ვარ ყველას მიმართ, თუ რა თქმა უნდა, მაცლიან მუშაობას. მთავრობიდანაც ისეთი დამოკიდებულებაა, რომ არავინ უნდა გავაღიზიანოთ ზედმეტად“.

კითხვაზე, რა საჭირო იყო მოხეში პოლიციის განყოფილების გახსნა, გვპასუხობს, რომ ასე მთავრობამ გადაწყვიტა. მისი განმარტებით, ახალი განყოფილება ჯერ ახლა ყალიბდება და მის დაქვემდებარებაში დაახლოებით ხუთი საკრებულო შევა: „ახლა ვამონტაჟებთ კომპიუტერებს, შემოგვყავს დენი და ვაკეთებთ გათბობას. მუშაობას ყველას მიმართ კეთილგანწობილები ვიწყებთ და თუ დანაშაული მოხდება, ბუნებრივია, აღვკვეთთ“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა განცხადებით, რომ გადასინჯონ მოხეს პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის გადაწყვეტილება. რადგან კოხოძე მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში არაერთხელაა შემჩნეული.

გელა კოხოძის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან მოხეში მცხოვრები მუსლიმებიც. მათ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ მოხეში პოლიციის ქვეგანყოფილების გახსნის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ უფროსად კოხოძის ნაცვლად სჯობდა სხვა პირი დაენიშნათ.

გელა კოხოძე: ‘მუსლიმებისთვის ცუდი არასდროს არაფერი მიკადრებია’
გელა კოხოძე პოლიციელებთან ერთად, სოფელ ჭელაში, მინარეთის დაბრუნების მეორე დღეს. 28 ნოემბერი, 2013წ."ს.კ"–ს არქივი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას
EMC: შსს-მ უნდა გადახედოს გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილებას
ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი იცვლება
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ