FM97.5 / LIVE
მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს

მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს

მთავარისამართალი 12.02.2015
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული, ზაურ ლეკიშვილი უდანაშაულოდ სცნო.

მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს

წელიწადისა და სამი თვის შემდეგ ბორჯომის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ზაურ ლეკიშვილის საქმის განხილვა დასრულდა. გამამართლებელი განაჩენი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლუიზა თოდუამ დღეს, 12 თებერვალს გამოაცხადა.

ლეკიშვილს პროკურატურა ყალბი ჩანაწერის გაკეთებასა (სსკ-ის 341-ე მუხლი) და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას ( სსკ-ის 371-ე მუხლი) ედავებოდა.

ყალბი ჩანაწერის გაკეთებაში ლეკიშვილს ახალდაბის ეპიზოდში ადანაშაულებდნენ: 2011 წლის 27 მაისს ახალდაბაში რესტორან „ბურჯებში“ მომხდარი ჩხუბის გამო 3 პირი დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

„პროკურატურა ბრალს სდებდა, რომ თითქოს ამ ინციდენტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და ლეკიშვილმა ყალბი ჩანაწერი გააკეთა. თუმცა, დადასტურდა, რომ ეს ასე არ იყო. ასევე დადასტურდა, რომ ლეკიშვილს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაც არ მიუცია, – აცხადებს ლეკიშვილის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე და ამატებს, რომ ლეკიშვილი ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმეში ყალბ მოწმედ სჭირდებოდათ და ამიტომ დააკავეს, – დადასტურდა, რომ ფაქტობრივად მამუკა ხვედელიანის დევნა უნდა პროკურატურას და ლეკიშვილის მის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობდნენ“.

გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.

„განაჩენი რომ ჩაგვბარდება, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“, – ამბობს პროკურორი ვასილ ოსიძე.

ასევე, უცნობია, მოითხოვს თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურებას ლეკიშვილი.

„ამას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაწყვეტს. თუმცა, ვფიქრობ, რომ უნდა მოითხოვოს, რადგან იგი ციხეში წინასწარი პატიმრობისას, ექვსი თვე იჯდა“, – აცხადებს ბარძიმაძე.

შეგახსენებთ, სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი, რომელიც ბრალდებული იყო არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
როგორ რეაგირებენ მთავარ პროკურატურაში მოქალაქეებისა და ჟურნალისტების განცხადებებზე
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა