FM97.5 / LIVE

EMC: შსს-მ უნდა გადახედოს გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილებას

მთავარისაზოგადოება 12.02.2015
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოითხოვს "გადასინჯოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში პოლიციის ახალი განყოფილების ხელმძღვანელად გელა კოხოძე დაინიშნა, რომელიც მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში არაერთხელაა შემჩნეული".

EMC: შსს-მ უნდა გადახედოს გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილებას
გელა კოხოძე პოლიციელებთან ერთად, სოფელ ჭელაში, მინარეთის დაბრუნების მეორე დღეს. 28 ნოემბერი, 2013წ."ს.კ"–ს არქივი.


განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში პოლიციის ცალკე განყოფილებები არ ფუნქციონირებს და ადგილებზე მხოლოდ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები პატრულირებენ.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გელა კოხოძე ადიგენის რაიონის პოლიციის უფროსი გახდა. 2014 წლის დასაწყისში ის დააქვეითეს და აბასთუმნის პოლიციის სამმართველოში დეტექტივის პოზიციაზე გადაიყვანეს. როგორც EMC-ისთვის ცნობილია, დღეის მდგომარეობით, გელა კოხოძე სოფელ მოხეს პოლიციის ახალ განყოფილებას უხელმძღვანელებს.

სოფელ მოხეში მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმი თემი წარმოადგენს. 2014 წლის 22 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაიწყო სოფელში მდებარე სადავო შენობის ადგილას კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, რასაც მუსლიმებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა. დაპირისპირების დროს უკანონოდ დააკავეს რამდენიმე მუსლიმი და არაერთხელ დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტი.

მოწმეებისგან აღებული ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და ცემის ინციდენტებში მონაწილეობას უშუალოდ გელა კოხოძეც იღებდა. მისი სახელი და გვარი სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხული მოწმეების ჩვენებებშიც გამოიკვეთა. გელა კოხოძე ფიგურირებს 2013 წელს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას ჩატარებული საპოლიციო ოპერაციაში, რომლის დროსაც დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და ცემის ფაქტები.

იმის გათვალისწინებით, რომ სოფელ მოხეში, ქართველი მუსლიმების თემი უმრავლესობას წარმოადგენს, გელა კოხოძე კი მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტებში სავარაუდო მონაწილეობაში დაფიქსირდა, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პირის დანიშვნა სოფელ მოხეს პოლიციის უფროსად გაუმართლებელია და მუსლიმი თემის მიმართ სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში პოლიციის მიერ გატარებული დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკის შეწყნარებას/ლეგიტიმაციას წარმოადგენს. სოფელ მოხეში გამოვლენილი რელიგიური ძალადობისა და კონფლიქტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეინარჩუნოს რელიგიური ნეიტრალიტეტი და აჩვენოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მზადყოფნა. გელა კოხაძის დანიშვნა სოფელი მოხის პოლიციის განყოფილების უფროსად კი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პრინციპებთან.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ-ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული პოლიციის განყოფილებებისა და მათი უფროსების სრული სია. სისტემის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის ვალდებულების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია,სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული საჯარო ინფორმაცია", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გელა კოხოძის სახელი მუსლიმებმა პირველად 2013 წლის აგვისტოში, სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟის დროს ახსენეს. "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში მუსლიმებმა განაცხადეს, რომ ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსმა მათ თათრები უწოდა.

„მინარეთი მოჭრილი ჰქონდათ და უკვე მანქანაზე იდო, პოლიციის უფროსმა, გელა კოხოძემ, რომ ხელით გვაჩვენა, - ამას მიიღებთ, თქვე თათრებოო“, - გვითხრეს მაშინ ნოდარ შანთაძემ და მუჰამედ მარკოიძემ.

ჭელაში მინარეთის დემონტაჟი 2013 წლის 26 აგვისტოს მოხდა, რასაც ჯერ მუსლიმების, შემდეგ კი ქრისტიანების აქციები მოჰყვა. 30 აგვისტოს მინარეთი ჭელის მახლობლად დაასაწყობეს და დაცვა დაუყენეს. იმავე წლის 27 ნოემბერს, ჭელათი მინარეთი დააბრუნეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, გელა კოხოძე, ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტიდან ნამდვილად მოხსნეს. ამ დრომდე იგი აბასთუმანში დეტექტივად მუშაობდა.

მოხეში მცხოვრებლები "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებენ, რომ მოხეში პოლიციის ქვეგანყოფილების შენობა ნამდვილად გაიხსნა. მათი თქმით, პოლიცია მუშაობას დაახლოებით 10 დღეა შეუდგა. რა საჭიროებას წარმოადგენდა, სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნა, მოხეში მცხოვრებლებს პასუხი არ აქვთ.

"ალბათ რაღაცას დაუკავშირეს, მაგრამ სოფელში პოლიციის ყოფნის საჭიროება არ არის", – ამბობს მიხეილ ირემაძე.

აღსანიშნავია, რომ მოხეში, ცნობილი მოვლენების შემდეგ სრული სიმშვიდეა და ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რაიმე ტიპის დაპირისპირება აღარ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ მოხეში მომხდარი მოვლენები მოხვდა Human Rights Watch–ის ერთწლიან ანგარიშში.

"სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, ადიგენის სხვა სოფლებში, პოლიციის ქვეგანყოფილებები არ არსებობს. თუმცა, ამ წუთებში რედაქცია ამ ინფორმაციის შსს–ში გადამოწმებას ცდილობს. "სამხრეთის კარიბჭე" ასევე ცდილობს მიიღოს შსს–სგან ინფორმაცია, რატომ გახდა საჭირო მოხეში პოლიციის ქვეგანყოფილების გახსნა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გელა კოხოძე: ‘მუსლიმებისთვის ცუდი არასდროს არაფერი მიკადრებია’
რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას
ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
მოხეში მომხდარი მოვლენები Human Rights Watch–ის ანგარიშში მოხვდა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ