FM97.5 / LIVE

რატომ შეწყდა სწავლა ასპინძის ბაღებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.02.2015
რატომ შეჩერდა სასწავლო პროცესი ასპინძის საბავშვო ბაღებში, დაგვიანებული ტენდერი, თუ მზადება ბაღების რემონტისთვის. რატომ დატოვა სამსახური ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა და რატომ არ ამხელს ახალი ხელმძღვანელის ვინაობას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

რატომ შეწყდა სწავლა ასპინძის ბაღებში

დაბა ასპინძის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან, 11 თებერვლიდან შეწყდა. მეორე საბავშვო ბაღის მენეჯერი მაია სანდოძე, რომელიც 1987 წლიდან მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე გაერთიანებული ბაღების დირექტორი იყო, სწავლის შეწყვეტის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, დაგვიანდა ტენდერის გამოცხადება საკვები პროდუქტების შესაძენად, გარდა ამისა, სამსახური დატოვა თავად, გაერთიანებული ბაღების ხელმძღვანელობიდან ერთ–ერთი ბაღის მენეჯერად გადაინაცვლა და ამავდროულად, სხვა სამსახურში გადავიდა შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელიც.

რატომ შეწყდა სწავლა ასპინძის ბაღებში„ორი თანამდებობა უცებ ვაკანტური გახდა და ასე უცბად ახალი ტენდერის გამოცხადება ვეღარ მოხერხდა. რაც შეეხება ჩემს სამსახურიდან წამოსვლას, მიზეზი ის არის, რომ დავიღალე“, – განმარტავს მაია სანდოძე.

კითხვაზე, რატომ არ გამოაცხადა ტენდერი რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სამსახურს დატოვებდა, სანდოძე გვპასუხობს: „პურზე სასწრაფოდ გამოვაცხადეთ ტენდერი. დანარჩენ პროდუქტზე იყო სოლიდური ნაშთები, რომელსაც იანვრის ბოლომდე უნდა გავეყვანეთ. შეფერხდა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელის სასწრაფო დარეგისტრირება დაამან გამოიწვია რამდენიმე დღიანი შეფერხება. გარდა ამისა, ბაღებში სარემონტო სამუშაოები დაიწყო“.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დროებით შეჩერების სხვა მიზეზებზე საუბრობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე. მისი თქმით მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

რატომ შეწყდა სწავლა ასპინძის ბაღებში „ბაღები გაჩერდა იმის გამო, რომ მათი რეაბილიტაცია იწყება. მსოფლიო ბანკი ამისთვის დაახლოებით 1 მილიონ ლარს გამოყოფს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 15–პროცენტიან თანამონაწილბოას ღებულობს. თანამშრომლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ დროებით უნდა მომხდარიყო ამ ბაღების გაერთიანება. ერთ–ერთი ბაღი უნდა გათავისუფლებულიყო და დაწყებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განმარტავს ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე და ამატებს, რომ სამუშაოები 10 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, შეგნებულად არ გამოაცხადეს ტენდერი: „ბაღები უნდა გაგვეერთიანებინა და სხა რაოდენობის პროდუქცია გვჭირდებოდა, ტყულიად ხომ არ გადავყრიდით ამ თანხას?! საკვები პროდუქტის პრობლემა მოგვარებულია, რადგან გამარტივებული ტენდერით შევიძინეთ ერთი თვის მარაგი, მანამდე, ვიდრე ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება“.

რატომ შეწყდა სწავლა ასპინძის ბაღებში ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება გაერთიანებული ბაღების ახალი ხელმძღვანელი.

„საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ გაგზავნილია საბუთები. რეგისტრაციის პროცესი რომ დასრულდება, ოფიციალურად გამოცხადდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მანამდე ნამდვილად არ გეტყვით, ხომ შეიძლება რაიმე პრობლემა იყოს და არ დარეგისტრირდეს? ყველაფერი ხდება“, – ასე ხსნის ხელმძღვანელის ვინაობის გასაიდუმლოებას გამგებელი.

დაბა ასპინძაში ორი ბაღი ფუნქციონირებს. ორი ბაღია მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ტოლოშსა და რუსთავში. ბაღების გაერთიანების უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მაია სანდოძის განმარტებით, ამ ბაღებში საკვების პრობლემა ამ დროისთვის არ არის. გამგებელი, ლევან ცაბაძე ირწმუნება, რომ სამშაბათიდან დაბის ერთ ბაღში სწავლა აუცილებლად განახლდება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
‘დაუფასდათ წინასაარჩევნო  აქტიურობა‘ – საკადრო ცვლილებები ასპინძის საბავშვო ბაღებში
როდის განახლდება სწავლა ახალციხის ბაღებში?
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა