FM97.5 / LIVE

ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან

მთავარისაზოგადოება 09.02.2015
ახალციხეში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში, გენდერის საკითხების გასაშუქებლად, ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს.

ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან

რა არის გენდერი, რა საკითხები შეიძლება აინტერესებდეს აუდიტორიას გენდერის შესახებ, რა შეთავაზებები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ქალი ამომრჩევლებისადმი, როგორ არიან წარმოდგენილი ქალები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის გამგეობებში – ამ საკითხებზე იმსჯელეს „სამხრეთის კარიბჭესა“ და „მე–9 არხის“ ჟურნალისტებმა, დღეს, 9 თებერვალს, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან შეხვერდა გენდერის მედიაცენტრმა დაგეგმა.

„არსებობს უამრავი საკითხი გენდერის თემაზე, რაზეც როგორც წესი, ჟურნალისტები არ მუშაობენ, თუ რაიმე შემთხვევა არ მოხდა. დღეს ჩვენ ზუსტად ეს თემები განვიხილეთ და ერთობლივი აქტივობები დავგეგმეთ“, – ამბობს გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ნინო ნარიმანიშვილი.

მისივე თქმით, ძალიან მალე, გენდერის მედიაცენტრში თავს მოიყრის ძალიან ბევრი ინფორმაცია გენდერის თემატიკაზე, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჟურნალისტისთვის.

გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ის შემთხვევები, რაც მედიაცენტრის ცხელ ხაზზე დაფიქსირდება.

ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან გენდერის მედიაცენტრი „სამხრეთის კარიბჭეს“ ოფისში რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს. არსებობს ცხელი ხაზი, ნომრით: 557 000 934, სადაც დარეკვა და ინფორმაციის მიღება ან გადაცემა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მსგავსი ცენტრი საქართველოს 8 ქალაქშია გახსნილი.

ღონისძიებები იმართება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.

[SKnews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
‘ქალები, როგორც ამომრჩევლები’ – დისკუსია ახალციხეში
'კონსტიტუციის 42–ე მუხლი' დამსაქმებლებს გენდერის თემაზე ატრენინგებს
ახალციხეში ახალგაზრდებმა გენდერულ თანასწორობაზე იმსჯელეს