FM97.5 / LIVE

ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შსს გაიღებს

მთავარისაზოგადოება 07.02.2015
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს.

ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შსს გაიღებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს. უწყებამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„გიორგი ბერუაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ბოლო მომენტამდე ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო. თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიორგი ბერუაშვილი, 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და მიიმალა. გიორგი ბერუაშვილი 6 თებერვალს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბერუაშვილთან ერთად დაიჭრა მეორე პოლიციელი გიორგი მახარაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას.

„შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას პრეზიდენტი და შს მინისტრი ესწრებიან
გიორგი ბერუაშვილის ოჯახი კომპენსაციას მიიღებს
შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
შსს ბორჯომში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის ოჯახს ბინას შეუძენს
შს მინისტრმა ბორჯომში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა