FM97.5 / LIVE
მომხდარ ინციდენტზე;">

გარემოს დაცვის სამინისტრო აწყურში მომხდარ ინციდენტზე

მთავარისამართალი » შემთხვევა 05.02.2015
აწყურში ნანახი უკანონოდ მოჭრილი 50-მდე ხის მორის საქმეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სწავლობს. რას აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში გუშინ, 4 თებერვალს, მომხდარ ინციდენტზე;

გარემოს დაცვის სამინისტრო აწყურში მომხდარ ინციდენტზე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში უკანონოდ მოჭრილი 49 ხის მორი ნახეს. სამასალე ღირებულების მერქანი, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრევენციული შემოვლისას სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე აცხადებს, როცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნანახი მასალის აზომვა, ტერიტორიის დადგენა და სახეობის იდენტიფიცირება დაიწყეს, იქ ადგილობრივები შეგროვდნენ.

„აგრესიულად იყვნენ განწყობილები ჩვენი თანამშრომლების მიმართ. ამიტომ ვითარება რომ არ დაძაბულიყო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს, ასევე შეატყობინეს ადგილობრივ თვითმმართველობასაც და იმ ადგილს გაეცალნენ“, - გვიყვება კორკოტაძე.

მისი თქმით, აწყურში მცხოვრებლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სოფლის დატოვების საშუალება არ მისცეს და გზა გადაუკეტეს: „ბევრი ადამიანი მოგროვდა. მათ ჩვენ მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენ თანამშრომლებს, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი“.

კითხვაზე, რა კავშირში იყო მომხდართან კონკრეტულად ნუგზარ გაჩეჩილაძე, რომელიც გუშინ ადგილობრივების თქმით, დააკავეს და ახალციხის რაიონულ სამმართველოში წამოიყვანეს, კორკოტაძე გვპასუხობს, რომ არ იცის: „კონკრეტულად გაჩეჩილაძეს რა პრობლემა ჰქოდნა ჩვენთან მიმართებაში ვერ გეტყვით“.

ჯერ ასევე უცნობია ის, თუ ვის ეკუთვნის უკანონოდ მოჭრილი სამასალე ღირებულების 49 ხის მორი.

„იდენტიფიცირებული გვაქვს მორების რაოდენობა და ჯიში. გავაგრძელებთ შესწავლას, - ამბობს კორკოტაძე და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის თანამშრომლები ვინმეს სამართალდარღვევის ოქმს შეუდგენენ, ის შემდეგ სასამართლოში გაიგზავნება და შესაბამის სახდელს ამ პიროვნებას სასამართლო დააკისრებს - ჯარიმას ჩვენი სამსახური არ აკისრებს. ამას სასამართლო ადგენს“.

სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ გუშინ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნუგზარ გაჩეჩილაძის ეზოში შეიჭრნენ და მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

რაც შეეხება მოსახლეობის უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ დეპარტამენტის წარმომადგენლები მათ ეზოებში დაუკითხავად იჭრებიან, კორკოტაძის განცხადებით, მის თანამშრომლებს ამის უფლება აქვთ: „თუ კერძო პირს გააჩნია სახერხი საამქრო, ანუ ჩვენი რეგულირების ქვეშ მყოფი ობიექტი, მაშინ აქვთ უფლება შევიდნენ. ამისთვის საკმარისია წარვუდგინოთ ჩვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არ გვჭირდება არანაირი დამატებითი აქტის გამოცემა. თუმცა, ასეთ შემთხვევებში მაინც ყოველთვის შეგვყავს პოლიციის თანამშრომელიც“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 თებერვალს სოფელ აწყურში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო სსკ-ის 353 მუხლით იძიებს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ მუქარას და ძალადობას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურსა და საკირეში უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორი და სახერხი აღმოაჩინეს
აწყურში 5 ადგილობრივი დააკავეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიები დაასუფთავეს
ბაკურიანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და უკანონო სახერხი აღმოაჩინეს
სოფელ უდეში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე აღმოაჩინეს
ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი აღმოაჩინეს