FM97.5 / LIVE

ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს

მთავარისაზოგადოება 05.02.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დროებით აღადგინეს. ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს იგეგმება.

ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ხიდით, რომელიც პერიოდულად მწყობრიდან გამოდის, ადიგენის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი სარგებლობს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ხიდზე გასვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა.

„დროებით შეაკეთეს. ჩვენმა განცხადებამ შედეგი გამოიღო. გაზაფხულამდე ალბათ გაძლებს და ამბობენ კაპიტალურადაც შეაკეთებენო“, – ამბობს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე, რომელიც დაზიანებული ხიდის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ხიდი დაახლოებით ერთი თვეა რაც შეაკეთეს და აქ ისევე როგორც ფეხით, გადაადგილება ტრანსპორტითაც უსაფრთხოა.

„ძველი ხიდია და კაპიტალური რეკონსტრუქცია იმის გამო, რომ ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას არ გვაძლევდა, არ ჩატარებია. დროებით არის აღდგენილი და სრული რეაბილიტაცია გაზაფხულისთვის ჩაუტარდება. რამდენი გამოიყოფა რეაბილიტაციისთვის ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მამუკა კალანდაძე.

აღნიშნული ხიდით ჭელის, ჭეჭლას, საირმეს, მოხეს, ციხის უბნის, ზედუბნის, აფიეთის, გორთუბნის, ნამინაურის, დერცელისა და კეხოვანის მოსახლეობა სარგებლობს.

ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
სოფელ წახანში ავარიული  ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
რუსთაველის ქუჩაზე ხიდი დროებით შეაკეთეს
ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს
სოფელ წახანში ხიდის შეკეთებას ითხოვენ