FM97.5 / LIVE

ბორჯომის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლეს

მთავარიპოლიტიკა 03.02.2015
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ნატა კოპაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა.

ბორჯომის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლეს

ნატა კოპაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 5 იანვრის (N2პ-9) ბრძანების ბათილად ცნობას და სასამართლო წესით თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. მან სარჩელი სასამართლოში 29 ინავარს შეიტანა.

კოპაძეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების შემდეგ დაკავებულ პოზიციაზე დასაქმებაზე უარი უთხრეს. მას აღნიშნული თანამდებობა 2013 წლის 4 ივნისიდან ეკავა.

სარჩელში კოპაძე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი არის, არა ტესტირების ან გასაუბრების შედეგი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის პირადი ინტერესი.

„მათ აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნეს აღნიშნულ სფეროში გამოცდილების არ მქონე კონკურსანტი, "მათიანი", რომელიც არის მათი მეგობრის შვილი“, - წერს კოპაძე სარჩელში.

შეგახსენებთ, ნატა კოპაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ყიფიანსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, ნეპოტიზმში, ტენდერების ჩაწყობასა და მის მიმართ მუქარაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამსაახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. გამგეობაში კი მის განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ კოპაძე ასე განაწყენების გამო იქცევა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

13.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13.12.2018 ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა გადადო
ბორჯომის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა წააგო
ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დასრულდა
ბორჯომის გამგეობას პრესსამსახურის ყოფილი უფროსი უჩივის
ბორჯომის გამგეობაში ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობენ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან