FM97.5 / LIVE

ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.01.2015
დაბა ადიგენის ახალი საბავშვო ბაღი, სადაც სწავლა 26 იანვარს დაიწყო, დღეს, 28 იანვარს, ოფიციალურად გაიხსნა.

ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

გახსნის ცერემონიას რეგიონის პირველი პირები და ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაბაში მდებარე ძველი ბაღის შენობა ჩამოინგრა. ბაღის მშენებლობა ადიგენის ბიუჯეტიდან 201.000 ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა „ჯი–თი–აიმ“ შესარულა.
მეორე ეტაპზე ბაგა–ბაღის ინვენტარით აღჭურვა იგეგმება. კეთილმოეწყობა ეზოც.

„რაც გადასახალისებელი იქნება, ახალს შევიძენთ. საჭიროა ეზოს მოწყობა, დაიდგმება საბავშვო კარუსელები და სასრიალოები. დაითვლება რა დაჯდება ინვენტარის შეძენა და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.
ახალ შენობაში სწავლა 73 აღსაზრდელმა 26 იანვარს დაიწყო. ბაღში ორი ჯგუფი გაიხსნა 3–დან 5–წლამდე აღსაზრდელებისთვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 12 თანამშრომელია დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა 2013 წლის 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღი, დროებით, ზაზაშვილის N5 – ში, ორსართულიანი კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდიდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 ბაღია, სადაც 391 აღსაზრდელი სწავლობს. გაერთიანებული ბაღების დირექტორი მარინე ვარდიძე ამბობს, რომ მსურველები კიდევ ბევრია, თუმცა, რადგან ახალი ჯგუფების გასახსნელად სარემონტო სამოშაოებია ჩასატარებელი. ჯერ მათ მიღებას ვერ შეძლებენ.

„აბასთუმანსა და ვარხანში თითო ჯგუფი დავამატეთ. გამგებელი გვპირდება დახმარებას და ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება“, – ამბობს იგი.

ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება