FM97.5 / LIVE

დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

მთავარისაზოგადოება 27.01.2015
ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, დაბა ადიგენში ახალი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. 80 – მდე აღსაზრდელი კერძო შენობიდან ახალ საბავშვო ბაღში უკვე გადაიყვანეს.

დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

პატარები ახალ საბავშვო ბაღში გუშინ, 26 იანვარს გადაიყვანეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ ახალ შენობაში ყველაფერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა.

„ბავშვები ახალ საბავშვო ბაღში უკვე გადავიყვანეთ, როგორც ვიცი 80 აღსაზრდელია და ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. რამდენიმე დღეში ვაპირებ მისვლას და ყველაფერს ადგილზე ვნახავ“, – ამბობს გამგებელი.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა 2013 წლის 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღი, დროებით, ზაზაშვილის N5 – ში, ორსართულიანი კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდიდა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება