FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

მთავარიპოლიტიკა 21.01.2015
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა მელიქიძეს, რომელიც საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო, ტენდენციურობაში ადანაშაულებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნვლყოფის საკითხებში, ვეფხვია ხუციშვილმა, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მესამე ეტაპი, გასაუბრება ვერ გაიარა.

„შეკითხვები დამისვეს ნათურებთან დაკავშირებით, როგორ გავაკეთოთ ეკონომია, რომ შენობაში ნათურები ყველგან არ ენთოსო. ვუთხარი, მე ეს არ მევალება, ჩემი საქმე ნათურებისა და ჩამრთველების შეცვლა იყო–თქო. აშკარად არ მოეწონათ პასუხი“, – ამბობს ხუციშვილი.

ვეფხვია ხუციშვილი ვარაუდობს, რომ კომისიის გადაწყვეტილება მასსა და გამგებელს შორის არსებულმა უთანხმოებამ განაპირობა. დაპირისპირება უფროსთან საკანცელარიო ნივთების შენახვაზე მოუვიდა. ხუციშვილი ამბობს, რომ გამგებელი ითხოვდა საკანცელარიო ნივთები თავის ოთახში შეენახა. თუმცა, გამგეობის თანამშრომლები წინააღმდეგები იყვნენ: „ჩვენ გვიანობამდე ვმუშაობთ, შენ მალე მიდიხარ და "კარტრიჯი", რომ გამოგველიოს, გვიან ღამით სად გეძებოთო“.

მისივე თქმით, ამ წინააღმდეგობის შესახებ გამგებელმა გაიგო და თანამშრომლებთან მასალი შენახვაზე მიღებული გადაწყვეტილება უარყო: „უთხრა, ხუციშვილი ვერ გებულობს და თქვენამდე სხვა ინფრომაცია მოაქვსო. აღარ დამიმალავს, ყველაფერი პირში ვუთხარი გამგებელს, ეს ყველაფერი კი ჩემი სამსახურიდან გაგდების მიზეზი გახდა“.

ახალციხის მუნციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ხუციშვილის ნათქვამს კატეგორიულად უარყოფს: „არ გვქონია დაძაბული ურთიერთობა. არავითარი ინტერესი არ იყო, გასაუბრება ვერ გაიარა, კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება. არც თანამშრომლობის დროს არ მქონია ამ ადამიანთან პრეტენზიები“.

ვეფხვია ხუციშვილმა ტესტირებაზე 45 ქულა მიიღო. გასაუბრებაზე კი ვეღარ გავიდა: „გასაუბრებაზე კომისიის 2 წევრი არ იყო. 5–ბალიანი სისტემით შემაფასეს საშუალო არითმეტიკულით 2,67 ქულა გამომივიდა, 2,86 მაინც უნდა მიმეღო, რომ გადამელახა“.
ხუციშვილმა გასაუბრების პასუხი 6 იანვარს მიიღო, ამავე დღეს შეიტანა საჩივარი საპრეტენზიო კომისიაში, თუმცა პასუხი აქედანაც უარყოფითი იყო.

„საკონკურსო–საატესტაციო კომისიიდან ყველა მონაცემი გამოვითხოვეთ. ინდივიდუალური მაჩვენებლით არის შეფასებული, ხუციშვილმა ბარიერი ვერ გადალახა და ამიტომ ჩვენი კომისიიიდანაც უარი ეთქვა“, – ამბობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე გელა ნოზაძე, რომელიც ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ნოზაძეც ირწმუნება, რომ კონკურსის დროს პირადი დაინტერესება არ ყოფილა.
ვეფხვია ხუციშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს.

„საკონკურსო–საატესტაციო კომისიიდან მოვითხოვე თითოეული წევრის შეფასება. ველოდები ქულების ამონაწერს, იურიდიული დოკუმენტი რომ მქონდეს და თბილისში „ქართული ოცნების“ შტაბში მიმაქვს. ვაპირებ შევხვდე პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს, რომ ამ უსამართლობას ბოლო მოეღოს“, – აცხადებს ხუციშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლომ  ახალციხის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა შეწყვიტა
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ადიგენის საპრეტენზიო კომისიამ კონკურსტანტის საჩივარი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილებას არ ასაჯაროებს
ახალციხის გამგეობაში გასაუბრების პირველ ეტაპს 20 კონკურსანტი გაივლის
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასაუბრება დასრულდა
ადიგენში კონკურსის შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი