FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა

მთავარისაზოგადოება 20.01.2015
„ახალციხის ციხეში,“ დაფინანსების შემცირებასთან ერთად, თანამშრომლების რაოდენობამ და დარჩენილი კადრების ანაზღაურების ოდენობამ იკლო.

‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა

ააიპ „ახალციხის ციხეში“ ხუთი შტატი შემცირდა. სამსახურიდან ერთი მოლარე, წყალმომარაგებაში ორი სპეციალისტი, ერთი ელექტრიკოსი და დირექტორის თანაშემწე გაათავისუფლეს. თანამშრომლებმა სამუშაო ადგილები ხუთ იანვარს დატოვეს.

„ახალციხის ციხეში“ შტატების შემცირებას ახალციხის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის შემცირებით ხსნიან და ამბობენ, რომ ამ მიზეზით, ციხეში დარჩენილ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ.

„ვისაც მაღალი ხელფასი ჰქონდა, მას მეტი დააკლდა და ვისაც დაბალი, შედარებით ნაკლები“, - ამბობს „ახალციხის ციხის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი.

„ახალციხის ციხეს“ ადგილობრივი თვითმმართველობა გასულ წელს 400 ათასი ლარით აფინანსებდა. მიმდინარე წელს კი სუბსიდია 200 ათასი ლარით შემცირდა. სწორედ ბიუჯეტის სიმცირის გამო, ციხიდან, 13 ხელშეკრულებით აყვანილი თანაშმრომელიც გაათავისუფლეს. მათ ხელშეკრულებების ვადა დეკემბრის ბოლოს დაუსრულდათ და აღარ გაუგრძელეს.

გოზალიშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც ტურისტული სეზონი გააქტიურდება, გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულებით ისევ აიყვანენ: „მაგალითად, გაზაფხულიდან, ბასეინები რომ გაივსება, მათ მოვლა დასჭირდება“.

რამდენად საჭირო შეიძლება გახდეს დირექტორის თანაშემწის ხელშეკრულებით აყვანა სამუშაოს მატებასთან ერთად, ჯერ უცნობია. ამ თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში ლაშა ამირეჯიბი იკავებდა. იგი ციხის ყოფილი დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის თანაშემწედ იმ მიზნით დაინიშნა, რომ რეგიონში კულტურულ ცხოვრებას გააქტიურებდა. თუმცა, მისი ორგანიზებითა და ციხის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ღონისძიება, მწერალ მერაბ რატიშვილის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. ამირეჯიბის ანაზღაურება კი თვეში 900 ლარს (დაქვითვის გარეშე) შეადგენდა.

ამჟამად ახალციხის ციხეში შტატით 28, ხელშეკრულებით კი 48 თანამშრომელი მუშაობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეში’ თანამშრომლებს იმატებენ
ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს
'ახალციხის ციხიდან' 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ახალციხის მერი: დაფინანსების შემცირებით რაბათის ადმინისტრაციამ მარკეტინგზე დაიწყო ფიქრი
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას