FM97.5 / LIVE

რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები

მთავარიპოლიტიკა 20.01.2015
ახალციხის მერიასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები დასრულდა. მერიაში კონკურსის გავლა ერთ მოქმედ თანამშრომელს გაუჭირდა, გამგეობაში კი 15–ს, კონკურსის შედეგად მერიაში 45 თანამშრომელი შეარჩიეს, გამგეობაში კი 46. მერიაშიც და გამგეობაშიც ვაკანტური ადგილები დარჩა.

რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები

მერიაში და გამგეობაში კონკურსის ბოლო ეტაპამდე, გასაუბრებამდე, თანაბარი რაოდენობის კონკურსანტებმა მიაღწიეს, 114–მა მერიაში და 112–მა გამგეობაში. შედეგები მერიაში უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე გამგეობაში, თუმცა, გამგეობაში კონკურს ვერ გავლილი 15 თანამშრომლიდან, 11 სოფლებში გამგებლის წარმომადგენელი იყო. გამგებლის წარმომადგენლებს კი კონკურსის გავლა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც გაუჭირდათ.

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე, 114–დან 108 კონკურსანტი გამოცხადდა. ამათგან, გასაუბრება 63–მა ვერ გაიარა, ერთ–ერთი ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებში მერიის მთავარი სპეციალისტი იყო.

მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მიქაბერიძე ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ახალი თანამშრომელი უკვე შერჩეულია: „19 იანვრამდე აქვს საბუთების წარდგენის ვადა, როგორც კი დოკუმენტებს მოიტანს, დაინიშნება აღნიშნულ პოზიციაზე“.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 112–დან 54–მა ვერ გაიარა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ამათგან, 15 მოქმედი თანამშრომელი იყო. 15–დან 11 ტესტირებაზე ჩაიჭრა, 4 კი გასაუბრებაზე. კონკურს ვერ გავლილი თანამშრომლებიდან, სამი გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომელი იყო, ერთი საკრებულოს აპარატის, დანარჩენები კი სოფლებში გამგებელის წარმომადგენლები იყვნენ.

„აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება. გარდა ამისა, კონკურსს კიდევ 24 პოზიციაზე გამოვაცხადებთ, რომელიც შევსებული არ იყო“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 48 პოზიციაზე იყო გამოცხადებული, გამგეობაში კი 70–ზე. მერიაში არსებული 48 ვაკანსიიდან, 4 ქალაქის საკრებულოში იყო, 44 კი მერიაში. გამგეობაში – 65, საკრებულოში 5 ვაკანსია იყო.
ქალაქის მერიაში არსებულ 48 ვაკანსიაზე 757 განცხადება შევიდა. თითოეულ განმცხადებელს საბუთების წარდგენა რამდენიმე ვაკანსიაზე შეეძლო. ასევე რამდენიმე ვაკანსიაზე შეეძლოთ საბუთების შეტანა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. აქ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსების პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა იყო. მერიაში მეორე ეტაპზე 257 კონკურსანტი გადავიდა, გამგეობაში 284. მეორე ეტაპზე, ტესტირებაზე, მერიაში 257–დან 164 გამოცხადდა და წარმატებით 114–მა ჩააბარა. გამგეობაში კი ტესტირებაზე 284 აპლიკანტიდან 220 გამოცხადდა და აქედან კომპეტენციის ზღვარი 112 – მა გადალახა.

საბოლოოდ, მერიაში 45 თანამშრომელი შეარჩიეს, 41 მერიაში და 4 საკრებულოში, 3 ადგილი ვაკანტურია.

გამგეობაში კი 46 თანამშრომელი შეარჩიეს, 43 გამგეობაში, სამი საკრებულოში. გამგეობაში ვაკანტური 24 ადგილია. როდის გამოცხადდება კონკურსები ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 15-მა თანამშრომელმა ვერ გაიარა
ახალციხის მერიაში გასაუბრება ერთმა თანამშრომელმა ვერ გაიარა
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის  გამგეობაში განაცხადების მიღება დასრულდა
ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის
ახალციხის გამგეობაში 20 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 17 გამოცხადდა
ახალციხის მერიაში ტესტირება ექვსმა თანამშრომელმა ვერ გაიარა