FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 19.01.2015
19 იანვარს, ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს. ქალაქის ტაძრებში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა და სასულიერო პირებმა მდინარე მტკვარში განბანვის რიტუალი შეასრულეს.

ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ, საზეიმო წირვა–ლოცვა ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან, მდინარე მტკვარზე წყლის კურთხევა გაიმართა. მდინარე მტკვარზე შესრულდა ნათლობის ცერემონიაც, მდინარეში მონათლეს ჩვილებიც.

„როგორც უფალმა განაახლა და განწმინდა წყლის ბუნება, ისე ნაკურთხი წყლით განწმენდილიყოს ი და განახლებულიყოს თითოეული ჩვენგან“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მახარე ვარდიძემ, რომელიც განბანვის რიტუალს მინაძეში დაესწრო, აღნიშნა, რომ ამ ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველ წელს ესწრება: „ნათლისღება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვუსურვებ ყველა ქრისტიანს ღვთისწყალობას. დღევანელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს“.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება, ანუ დიდი აიაზმა. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნათლისღება ახალციხეში [Photo]
ახალციხეში ნათლისღება აღნიშნეს [ფოტო]
ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს