სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მესამედ ცხადდება

მთავარიპოლიტიკა 16.01.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს, მიმდინარე კვირაში, ისევ გამოაცხადებენ. ორჯერ ჩატარებული კონკურსის შემდეგ, 6 პოზიცია ისევ ვაკანტურია.

ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მესამედ ცხადდება

პირველ ეტაპზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 2014 წლის ნოემბრის თვეში, 32 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა. კონკურსი, წარმატებით 18–მა კანდიდატმა გიარა,14 ადგილი ვაკანტური დარჩა.

„მეორე ეტაპზე, კონკურსი 14 ვაკანსიაზე გვქონდა გამოცხადებული. ამას დაემატა ერთი პოზიცია – საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის, რომელიც სამთვიანი გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი და აღნიშნული პერიოდი გასული არ იყო“ , – აცხადებენ ადიგენის გამგეობაში.

მეორედ ჩატარებულ კონკურსზე, 15 ვაკანტური ადგილიდან, საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ კადრი 9 პოზიციაზე შეარჩია.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – მამუკა კალანდაძე დაინიშნა;
არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე – ირაკლი მინაძე;
კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ გამარჯვებულები შეირჩა 7 ტერიტორიულ ორგანოში:
გორგულის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი გიორგი სოფრომაძე გახდა;
ჭეჭლის ადმინისტრაციულ ერთეულში – თეიმურაზ ბლიაძე;
ლელოვნის ადმინისტრაციულ ერთეულში – გოჩა ჯანელიძე;
უდის ადმინისტრაციულ ერთეულში – ივანე გზირიშვილი;
ჩორჩნის ადმინისტრაციული ერთეულში – ზაზა ტაბატაძე;
არალში – დავით აკოფაშვილი;
ზანავში – გივი ანძაველიძე;

ბარიერი ვერ გადალახეს სოფლების: მოხის, ზედუბანის, ბოლაჯურის, ფხეროს, დაბა ადიგენისა და ზარზმის ადმინისტრაციული ერთეულის კონკურსანტებმა.

„ხელახალი კონკურსი სავარაუდოდ სამშაბათს გამოცხადდება“, – განმარტავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მდივანი, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მუხრან ხარშილაძე.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა
თვითმმართველობებში  თანამდებობები კვლავ ვაკანტურია
ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის გამგეობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გასაჯაროვდა
50 კონკურსანტი 2 ადგილისთვის – კონკურსი ადიგენის გამგეობაში