FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 15-მა თანამშრომელმა ვერ გაიარა

მთავარიპოლიტიკა 16.01.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 15–მა მოქმედმა თანამშრომელმა ვერ გაიარა, ამათაგან, 11 ტესტირებაზე ჩაიჭრა, 4 კი გასაუბრებაზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 15-მა თანამშრომელმა ვერ გაიარა

ამ 15–დან სამი გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომელი იყო, ერთი საკრებულოს აპარატის, დანარჩენები კი სოფლებში გამგებელის წარმომადგენლები იყვნენ.

„აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება. გარდა ამისა, კონკურსს კიდევ 24 პოზიციაზე გამოვაცხადებთ, რომელიც შევსებული არ იყო“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 70 ვაკანსიაზე გამოცხადდა, აქედან 65 გამგეობაში იყო, 5 კი საკრებულოში. 70 ადგილზე 894 განაცხადი შევიდა. პირველ ეტაპზე განაცხადები გადაარჩიეს.

კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება, 13 და 14 დეკემბერს გაიმართა. ტესტირებაზე 284 აპლიკანტიდან 220 გამოცხადდა, აქედან კომპეტენციის ზღვარი 112 – მა გადალახა.

112 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 12 არ გამოცხადდა, 100 აპლიკანტიდან კი საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ 46 შეარჩია, აქედან 43 გამგეობაში, ხოლო სამი საკრებულოში დასაქმდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები
ახალციხის გამგეობაში 20 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 17 გამოცხადდა
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის გამგეობაში 19 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა
ახალციხის გამგეობაში 70 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის
ადიგენში რწმუნებულებმა ტესტირება ვერ გაიარეს