FM97.5 / LIVE

გამოფენა, სპექტაკლები, სტუმრები, ფეიერვერკი - ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 14.01.2015
ქართული პროფესიული თეატრის ცხოვრების ამსახველი გამოფენა, ქართული თეატრის მიღწევების ამსახველი ვიდეორგოლი, მესხეთის თეატრის მსახიობების დაჯილდოვება, მინისტრები და წამყვანი თეატრების მსახიობები სტუმრად, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და ფეიერვერკი - მესხეთში თეატრის 140 წლის იუბილე და ქართული თეატრის დღე აღნიშნეს.

გამოფენა, სპექტაკლები, სტუმრები, ფეიერვერკი - ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს

ქართული თეატრის დღისა და მესხეთის თეატრის 140 წლის იუბილეს აღნიშვნა 13 იანვრიდან დაიწყო. 13 იანვარს, მესხეთის თეატრში, თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“ გაიმართა.

14 იანვარს საზეიმო ღონისძიებები 15:30 საათზე, მესხეთის თეატრის ფოიეში გამოფენით გაგრძელდა. გამოფენა „ქართული კერა მესხეთში“, რომელიც მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა, ქართული პროფესიული თეატრის ყველა ღირშესანიშნავ მოვლენასა და მესხეთის თეატრის ისტორიას ასახავდა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სამოცამდე ფოტორეპროდუქცია: პირველი ქართული თეატრალური შენობები, როგორ გამოიყურებოდა პირველი ქართული თეატრის ჭაღი, როგორი იყო ზუბალაშვილების სახლი, ოპერის თეატრის პროექტები დააშ.

„მესხეთის თეატრმა ძალიან დიდი როლი ითამაშა რეგიონში ქართული ეროვნული სულის შენარჩუნებისა და აყვავების საქმეში. ამიტომ ჩვენს მუზეუმში საკმაოდ ბევრი და საინტერესო მასალაა დაცული, მათ შორის 1901 წლიდან“, - ამბობს საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

გამოფენის შემდეგ სტუმრებმა თეატრის დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეორგოლში ასახული იყო ქართული პროფესიული თეატრის 2014 წლის წარმატებები და მიღწევები.

პრეზენტაციის შემდეგ, კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ მესხეთის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები.

მოგვიანებით, სცენა სპქტაკლების ნაწყვეტებს დაეთმო. მესხეთის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი „მე მინდა კნეინა გავხდე“ დადგეს. სხვადასხვა სპექტაკლები გააცოცხლეს სცენაზე საქართველოს თეატრების წამყვანმა მსახიობებმა.

მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა ორი ერთგული მაყურებელი ერთწლიანი უფასო აბონემენტით დააჯილდოვა.

„ჩვენ საკმაოდ ძირძველი თეატრი გვაქვს, რითაც ძალიან ვამაყობთ. დღევნადელ დღეს ქართული თეატრის 165 და მესხეთის თეატრის 140 წლის იუბილეს ვზეიმობთ“, - განაცხადა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

საზეიმო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და თეატრის მოღვაწეები ესწრებოდნენ.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ასეთი ღონისძიების აღნიშვნა. მესხეთის თეატრის მოღვაწეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად, დასამკვიდრებლად და დასამტკიცებლად. ვულოცავთ 140 წლის იუბილეს ახალციხეს“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა.

„ახალციხეს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები თეატრალური ხელვნების. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ღონისძიება, რომელიც მესხეთის თეატრს გააძლიერებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იუბილეს აღნიშვნა ადგილობრივი ანსამბლის „მესხეთის“ მრავალჟამიერით და ფეიერვერკით დასრულდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს
ჯილდო მესხეთის თეატრის ხელმძღვანელს
მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილესა და ქართული თეატრის დღეს ზეიმობს [Photo]
მესხეთის თეატრში მიუზიკლი „ჩვენ გველის დიდება“ გაიმართება
ახალციხელი მსახიობები თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
მესხეთის თეატრის მსახიობები ბათუმში სპექტაკლს გამართავენ
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა