FM97.5 / LIVE

ახალციხის ყოფილი გამგებელი და პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

მთავარისამართალი 14.01.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გამამართლებელ განაჩენს, პროკურატურა კი მკაცრ სასჯელს ითხოვს. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს;

ახალციხის ყოფილი გამგებელი და პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყოფილ გამგებელს ბესიკ ბლიაძეს ბრალი სსკ-ის 341 მუხლით, სამსახურეობრივ სიყალბეში დასდეს და 3 000 ლარით დააჯარიმეს, მსჯავრდებულმაც გაასაჩივრა და პროკურორმაც.

სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარემ 30 დეკემბერს, ბრალდების მხარემ კი 31 დეკემბერს მიმართა. ბლიაძის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, მათი მოთხოვნა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილის გიორგი ბახტაძის თქმით, კი სასჯელი მსუბუქია.

„პროკურატურა ითხოვს სასჯელი ლმობიერია და უფრო მკაცრი შეუფარდეთო“, - ამბობს ბარძიმაძე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარისთვის მისაღები იყო. როგორც პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი და დასაბუთებული იყო.
„ბრალდების მხარე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მაღალი ალბათობით არ გაასაჩივრებს“, - განაცხადა მაშინ მანველიშვილმა.

მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის საჩივრებს, ჯერ უცნობია.

„თუ ერთი მხარის საჩივარი მიიღო წარმოებაში სააპელაციომ, მაშინ მეორესაც მიიღებს“, - ამბობს ბარძიმაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ახალციხის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი უზენაესში გაასაჩივრეს
ვეტერანების საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღი
ვეტერანების საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ადიგენის გამგეობამ სააპელაციოში კიდევ ერთი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა