სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სოფელ ოშორაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.01.2015
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში, გუშინ, გვიან ღამით, თანასოფლელმა შელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცხედრის დამალვა სცადა. შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

სოფელ ოშორაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს

ადგილობრივების განმარტებით, გარდაცვლილი და ბრლადებული გუშინ ბრალდებულის ოჯახში ერთად ქეიფობდნენ. ნასმებს შელაპარაკება მოუხდათ. მასპინძელმა სტუმარი ნაჯახის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მისი დამარხვა სცადა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 იანვარს, ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, 1969 წელს დაბადებული ფრიდონ მ. მოკლა, ცხედარი მდინარის ნაპირზე წაიღო და მის დამარხვას აპირებდა. სამართალდამცველებმა ზვიად ბ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სოფელ ოშორას გასასვლელში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", -აცხადებენ შსს–ში.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2018 ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

20.02.2018 'რაბათის' კვალი [PhotoVideo]

20.02.2018 ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

შსს–მ სოფელ უდეში მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს-მ ადიგენში მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
სოფელ წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია