FM97.5 / LIVE

ივერიელის ქუჩის მცხოვრებლები გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 31.08.2012
ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ყოფილი ბაზრის ტერიტორიის უკან, ავტომანქანების სწრაფი მოძრაობა ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის

ივერიელის ქუჩის მცხოვრებლები გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ

მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩაზე გადასვლა ყველაზე მეტად საღამოს საათებშია სახიფათო. ადგილობრივები მანქანების სწრაფი მოძრაობის გამო სიჩქარის შემზღუდველი გადასასვლელების გაკეთებას ითხოვენ. აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გამგეობაში განცხადების შეტანას გეგმავენ.

- ”მსგავსი რამ ზედა ქუაზე უკვე გააკეთეს. ვითხოვთ ანალოგიური გადასასვლელი აქაც გაკეთდეს. შარშან ამ გზაზე ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. მსგავსი ფაქტი რომ არ განმეორდეს, რაიმე ზომების მიღებაა საჭირო”, - ამბობს ნინო ლომიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ქალაქში უსაფრთხო და მოწესრიგებული მოძრაობისთვის საკმაოდ ბევრი გაკეთდა. რაც შეეხება შიდა გზებს, სიჩქარის შემზღუდველების დამონტაჟება გათვალისწინებული არ არის.

კითხვაზე - რა შეიძლება გააკეთოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ან ვის უნდა მიმართოს ივერიელის ქუჩის მოსახლეობამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემ გუშინ საღამოს, მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ონლაინ კონფერენციის დროს, ასეთი პასუხი გაგვცა: ”ივერიელის ქუჩაზე უკვე გაკეთდა სიჩქარის შემზღუდველები, შეგიძლიათ ახვიდეთ და ნახოთ”.

სიჩქარის შემზღუდველი ივერიელის ქუჩის მხოლოდ ზედა ნაწილშია გაკეთებული, ხოლო ქვედა მხარეს კი სწრაფ მოძრაობას არაფერი აფერხებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ორი ავარია ერთ თვეში – ვალეში გზებზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
ივერიელის ქუჩაზე რეაბილიტირებული სტადიონი გაიხსნა

ახალციხის ქუჩებში საავარიო სიტუაციაა
ივერიელის კორპუსი დანგრევის პირასაა
„იარე ნელა!“  – ვალეში მოსწავლეები საგზაო ნიშნების გაკეთებას ითხოვენ [Video]
გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ