FM97.5 / LIVE

როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები

მთავარისაზოგადოება 13.01.2015
რა იყო უარყოფითი მოვლენა და რა დადებითი 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში; როგორ აფასებენ განვლილ წელს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოების უმეტესობა უარყოფით კონტექსტში რელიგიური მიმართულებით არსებულ პრობლემებს განიხილავს. ამ თვალსაზრისით, მათი დიდი ნაწილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

„რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით ვითარება ისევ დაძაბულია. ამ თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით, ფონი წელს კიდევ უფრო დამძიმდა“, - ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გია ანდღულაძე.

უარყოფით კონტექსტში განიხილავს რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობას ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილიც: „ცუდია საკუთარი მოქალაქეების მიმართ განსხვავებული აზრისა და რელიგიის მიმართ შეუწყნარებლობის გაზრდა, თუმცა, ეს პროცესები მართული მგონია“.

2013 წელს ჭელაში განვითარებული მოვლენები რომ 2014-ში მოხეში გაგრძელდა, ამაზე საუბრობს ახალციხის „სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძეც: „რელიგიური თვალსაზრისით უსიამოვნო მოვლენები ისევ გრძელდება და ვფიქრობ, მომავალ წელი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე გვექნება“.

ასევე უარყოფით კონტექსტში განიხილავს მოხეში განვითარებულ მოვლენებს ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი: „სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა კვლავ ააგორეს თემა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.

გარდა მოხეში განვითარებული მოვლენებისა, არასამთავრობოების წარმომადგენლები უარყოფით კონტექსტში სხვა საკითხებსაც განიხილავენ. მაგალითად, ჯინჭველაძის განცხადებით, ცუდია ის, რომ საქართველოში მტკვარი აღარ შემოდის. ანდღულაძე კი აცხადებს, რომ რეგიონში კრიმინალი გაიზარდა და ისეთი ორმაგი და სამმაგი მკვლელობები, როგორიც 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში იყო, გასულ წლებში არ მომხდარა.

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ზრდაზე აკეთებს აქცენტს ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში აგრესიაც იზრდება, რაც განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. იმატა უმუშევართა რაოდენობამ, ეს კი რეგიონიდან ახალგაზრდების მიგრაცის იწვევს.

„მერსი ქორფსის“ ყოფილი თანამშრომელი ნინო ლომიძე, რომელიც ამჟამად „ვორლდ ვიჟენში“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის მენეჯერია, ყურადღებას სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე ამახვილებს. მისი თქმით, უარყოფით შედეგს გამოიღებს ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, იმ სტანდარტების დაცვის შესახებ, რაც გვევალება, მოსახლეობას საკმარის ინფორმაციას არ აძლევენ.

„სტანდარტების დაცვას ითხოვენ, თუმცა, რას გულისხმობს სტანდარტი კონკრეტულად, მოსახლეობას ამის შესახებ განმარტებას არ აძლევენ. არადა, იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტს არ დაიცავენ, მას დააჯარიმებენ. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით შედეგს გამოიღებს“, - ამბობს ლომიძე.

რაც შეეხება დადებით მხარეს, იგი განსაკუთრებულ აქცენტს „იაფი სესხის“ პროგრამაზე აკეთებს და ამბობს, რომ ამ პროგრამის საშუალებით რეგიონში არა ერთმა საწარმომ დაიწყო მოქმედება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება.

დადებით კონტექსტში ანდღულაძე 2014 წელს, ახალი კანონმდებლობით ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოყოფს: „გამგებლები და მერი პირდაპირი წესით ავირჩიეთ. ეს კანონი დასახვეწია, თუმცა, ძველს ნამდვილად ჯობია და ამიტომ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია“.

ჯინჭველაძე აქცენტს გარემონტებულ საბავშვო ბაღებზე აკეთებს, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კომფორტთან ერთად ბაღები უფასო გახდა: „ახალციხის ისტორიაში პირველად დაიგო ეზოებში ასფალტი, თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ქალაქში სისუფთავეს მაინც არაფერი ეშველა“.

გოდერძი კუბლაშვილი დადებით კონტექსტშიც კვლავ მოხეს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ სადავო შენობასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნა ძალიან კარგია: „ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ვიდრე კომისიის შექმნაზე დაიწყებდნენ მსჯელობას, მე ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მანამდე ვსაუბრობდი. ასევე, წელს კარგი იყო ის, რომ ადიგენიდან არა ერთმა ადამიანმა გააპროტესტა „კაზანტიპის“ ფესტივალი და ქვეყანაში გარყვნილების დანერგვა“.

მესხიშვილს 2014 წელს დადებით მოვლენად რეგიონში მოსახლეობის გააქტიურება მიაჩნია: „ხალხი მეტად კრიტიკულია და ხელისუფლებას დაპირებების შესრულებას სთხოვს. რეგიონში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მედია უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ხდება, იგრძნობა მეტი პროფესონალიზი და შემართება. ეს განსაკუთრებით „სამხრეთის კარიბჭეს“ ეხება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ
როგორ აფასებენ  NGO–ების წარმომადგენლები  2017 წელს
'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში
რეგიონში ჩახალიანის განცხადებას აფასებენ
რატომ უწოდებენ  2013 წელს უძრაობის წელიწადს სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე–ჯავახეთის NGO–ები „ოცნების“ სამ წელიწადს აფასებენ
პაატა ზაქარეიშვილი: 'სამცხე-ჯავახეთში ინტეგრაციის პრობლემები კიდევ არსებობს'