"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება

მთავარისაზოგადოება 12.01.2015
15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი სახელწოდებით „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან სხვადასხვა სახის ნარჩენებს გადაყრიან, დაჯარიმდებიან.

გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება

კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს.

კოდექსის თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა.

ახალი კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს აღსრულება ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, როცა მოქალაქის მხრიდან ნარჩენების უტილიზაციის მცდელობა იქნება ამისთვის არადადგენილ ადგილზე ან არადადგენილი წესით.

[sknews.ge]


19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

17.07.2017 ისტორიის გამოცდაზე ერთი აბიტურიენტი არ დაუშვეს

14.07.2017 დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

14.07.2017 გამოცდაზე 151 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.07.2017 თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

20.07.2017 მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო

20.07.2017 რითი დაეხმარება გამგეობა კლდეში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

20.07.2017 "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული
ხვალიდან დასუფთავების აქციის კვირეული იწყება
"ჭიაკოკონობაზე“ მყარი ნარჩენების დაწვა ჯარიმდება
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
მუნიციპალიტეტებმა  ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს