FM97.5 / LIVE

კობა კურტანიძემ სამაშველო სამსახური დატოვა

მთავარისაზოგადოება 08.01.2015
სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, კობა კურტანიძე აღარ უხელმძღვანელებს.

კობა კურტანიძემ სამაშველო სამსახური დატოვა

პირველი იანვრიდან სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს აღარ ექვემდებარება და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვედებარებაში გადავიდა.

„ახალი სსიპ შეიქმნა და ის ჩვენ შემადგენლობაში აღარ არის, შსს-ს დაექვემდებარა. ასევე შსს-ს დაექვემდებარება აქამდე გამგეობების შემადგენლობაში არსებული სახანძრო სამსახურებიც“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

რეორგანიზაციის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კობა კურტანიძემ თანადებობის დატოვება გადაწყვიტა. მისი განცხადებით, ამჟამად უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ვართა ტონაკანიანია. იგი ამ დრომდე კურტანიძის მოადგილედ მუშაობდა.

„სამსახურის ლიკვიდაციის დროს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა საჭირო აღარ არის. უბრალოდ სივს აღარ გავგზავნი და შესაბამისად, აღარც დავინიშნები“, - ამბობს კურტანიძე.

კითხვაზე, რატომ მიიღო სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება, გვპასუხობს: „სხვა გეგმები მაქვს. ჯერ ვისვენებ, მერე სხვა სამსახურში გადავდივარ“.

კობა კურტანიძე აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წლის წინ, მას შემდეგ დაინიშნა, რაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გახდა. კურტანიძის წინამორბედი, გევორქ შუშანიანი მაჭუტაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ მას განცხადება ახალმოსულმა გუბერნატორმა დააწერინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს უკვე ყოფილი თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს
ერთ დღეში გათავისუფლებული და დაკავებული თანამდებობა – ‘კეთილმოწყობას’ ახალი უფროსი ჰყავს
დასეტყვილ ასპინძაში სამაშველო სამსახური მუშაობს
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
ახალი მოადგილე ერთი წლის შემდეგ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილე შეარჩია
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა