FM97.5 / LIVE

რითი ამაყობენ სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

მთავარიპოლიტიკა 30.12.2014
რა იყო ყველაზე კარგი და ცუდი მოვლენა 2014 წელს სამცხე – ჯავახეთში. საჯარო მოხელეები 2014 წლის მთავარ მიღწევებსა და ჩავარდნებზე საუბრობენ.

რითი ამაყობენ სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

2014 წლის შეფასებას რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით იწყებენ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე 2014 წელს ნაყოფიერ წლად აფასებს და მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რეგიონში 600–მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მიიჩნევს. (ამ 600 პროექტში სახელმწიფო რწმუნებული გულისხმობს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში განხორციელებულ 396, რეგონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ 40 და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ 164 პროექტს).

„ეს პროექტები ყველა გამართულია და ექსპლუატაციაშია შესული“, – ამბობს გუბერნატორი და ამატებს, რომ ამ კუთხით მუშაობა შემდეგ წლებშიც გაგრძელდება, – „რეგიონში პრობლემები რა თქმა უნდა კიდევ არის, სწორედ ამიტომ არის რამდენიმე წლიანი სამოქმედო გეგმა, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში ეტაპობრივად აღმოიფხვრას“.

ახალციხის მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ახალციხის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბებას ასახელებს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი. ასევე დადებითი მომენტია ის, რომ მერია დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით“.

მისივე თქმით, 2014 წელი წარმატებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხითაც.

„მოსახლებისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვაგვარეთ“, – ამბობს თამარაშვილი და ამატებს, რომ 2014 წელს რეგიონისთვის ნეგატიურ მოვლენას ვერ იხსენებს, – „ჩემი სურვილია მომავალ წელს მეტი ყურადღება დავუთმოთ კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს. წლების განმავლობაში ეს მიმართულებები უყურადღებოდ იყო დატოვებული“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ 2014 წელს რეგიონისთვისაც და ქვეყნისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო: „ამ ფაქტმა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ბევრი სასიკეთო ძვრა უნდა მოგვიტანოს“.

მისივე თქმით, 2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რაც აქამდე არ ყოფილა: „განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ პროექტს: პამაჯი – წყალთბილისა და ღრელის გზების რეაბილიტაცია. ეს გზები იყო წლების წინანდელი, დიდი პრობლემა“.

ზაზა თამარაშვილის მსგავსად, 2014 წელს ცუდ მოვლენას ვერ იხსენებს გურამ მელიქიძეც: „საბედნიეროდ, ნეგტიური არაფერი მომხდარა, უბრალოდ მე ამას პრობლემას დავარქმევდი: რეგიონში კიდევ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები“.

ინფრასტრუქტურული პროექტებით ამაყობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძეც.

„ვფიქრობ, რომ ამ ექვს თვეში ნაყოფიერად ვიმუშავეთ. მოსახლოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. სოფლების მოსახლოების უმრავლესობას აღარ აქვს გზისა და სასმელი წყლის პრობლემა“, – ამბობს გელა ნოზაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
2014 წელს სამცხე–ჯავახეთში 600 პროექტი განხორციელდა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამცხე-ჯავახეთის საჯარო მოხელეები 2013 წელს ხალხისთვის გაკეთებულ საქმეებზე
გუბერნატორის ანგარიში საზოგადოებას
რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?