FM97.5 / LIVE

საახალწლო ბაზარი

მთავარიეკონომიკა 30.12.2014
ახალი, 2015 წლის დადგომამდე ერთი დღე დარჩა. ახალციხის ბაზარში გამყიდველებისა და მყიდველების სიმრავლეა. საახალწლო პროდუქტები იყიდება ბაზრის გარეთ და ქალაქის ქუჩებშიც.

საახალწლო ბაზარი

გთავაზობთ პროდუქტების ფასებს სავაჭრო ცენტრში „ახალციხე“:

გოჭი 80–100 ლარი;
ძროხის ხორცი –14 ლარი;
ღორის ხორცი – 13 ლარი;
ყველის ფასი – 8–დან 25 ლარამდე;
ცოცხალი ქათამი – 10 ლარი (გაყინული 1კგ–6,50 ლარი);
თევზი ცოცხალი – 11 ლარი (გაყინული 4,50– 9 ლარი);
კვერცხი – 40 თეთრი;
ბადრიჯანი – 4ლარი;
კიტრი და პომიდორი – 3,50 ლარი;
მწვანილი – 5ლარი;
სოკო – 5 ლარი;
კომბოსტო – 70 თეთრი;
ჩურჩხელა – 1,20 – 2 ლარი;
კარალიოკის ჩირი – 6,50 ლარი;
ნიგოზი – 25 ლარი;
თაფლი – 13 ლარი;
ტყლაპი – 8 ლარი;
ყურძენი – 3,50 ლარი;
ფორთოხალი – 2,20 ლარი;
ბანანი – 3,50 ლარი;
მანდარინი – 0,40– 2 ლარი;
ვაშლი – 1,50 ლარი;
მსხალი – 1,50 ლარი;
კივი – 2–4 ლარი;
ბროწეული 4 ლარი;
თხილი –10 ლარი;
ხურმა –2 ლარი;
შოკოლადი – 7,50 ლარიდან ზემოთ;
გაზიანი სასმელების ერთი შეკვრა – 7,50 ლარიდან 20,50 ლარამდე;


საახალწლო ბაზარი თუ დიასახლისებს საახალწლო სუფრის დამშვენება ანანასითა და ქოქოსის კაკლით სურთ, მაშინ 1 ცალ ანანასში 10 ლარი, ქოქოსის კაკალში კი 3, 50 ლარი უნდა გადაიხადონ.


მთავარი საახალწლო ატრიბუტის, ჩიჩილაკის ფასი 1ლარიდან 10 ლარამდეა. საახალწლო ნაძვის ხის –10 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს; შუშხუნების ფასები კი 3–დან 200 ლარამდეა.

საახალწლო ბაზარი სავაჭრო ცენტრში „ახალციხე“ მოვაჭრეები ნავაჭრით უკმაყოფილოები არიან, ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით ნაკლები მყიდველები ჰყავთ. ერთ–ერთ მიზეზად პროდუქტებზე მომატებულ ფასებს ასახელებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ფასის დაკლება არ შეუძლიათ, რადგან ასაღები ფასებიც გაუძვირდათ.


მაღალ ფასებს უჩივის მყიდველიც. მიუხედავად ამისა, უმეტესობა საახალწლო პროდუქტებს მაინც ყიდულობს. მყიდველები ამბობენ, რომ საახალწლო სუფრა დაახლოებით 500 ლარი უჯდებათ.

საახალწლო ბაზარი

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
რა ჯდება საახალწლო სუფრა
საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
რა ღირს საახალწლო სუფრა
სააღდგომო ფასები ბაზარში [Photo]