FM97.5 / LIVE

ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში

მთავარისაზოგადოება 27.12.2014
სად და რა ფასად შეგიძლიათ შეხვდეთ 31 დეკემბერს ახალწელს ახალციხეში, რა პროგრამებს სთავაზობენ ბარები და რესტორნები კლიენტებს და რამდენ ადამიანს დაიტევს ის რესტორნები, სადაც საახალწლო ფართებია დაგეგმილი.

ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში

ახალციხის ციხეზე არსებული რესტორანი „ჯინო ველნესი“ 31 დეკემბერს სტუმრებს 23:00 საათიდან ეპატიჟება. ახალი წლის ღამეს „ჯინო ველნესში“ ხალხური სიმღერების ანსამბლი „ჰერულა“ იმღერებს, იქნება ქართული ხალხური ცეკვები. საღამოს ეყოლება წამყვანი, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა გასართობს, მათ შორის მხიარულ შეჟიბრებებსაც შესთავაზებს. ამ რესტორანში სტუმრებს თოვლის ბაბუაც დახვდებათ.

„ჯინო ველნესში“ ერთ ადამიანს 30 ლარის გადახდა მოუწევს. ამ თანხაში მხოლოდ ტკბილი სუფრა შედის. მსურველებისთვის იმუშავებს რესტორის სამზარეულო. დარბაზი 90 სტუმარს დაიტევს, მაგიდების ნაწილი უკვე დაჯავშნულია.

საახალწლო ფართი მოეწყობა ასევე ახალციხის ციხეზე არსებულ ბარ „Golden Time”-შიც. აქ საღამო 23:30 საათიდან დაიწყება. ბარში მისულებს ადგილობრივი ახალგაზრდების ბენდი და ორი წამყვანი დახვდებათ. იქნება შეჯიბრებები მაგიდებს შორის, გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში, სტუმრებს ელოდებათ კარაოკეც.ყველა გამარჯვებულს ბარის ადმინისტრაცია სიგელებით დააჯილდოვებს.

ბარ „Golden Time”-ში ფასი ერთი ადამიანისთის 50 ლარია. ამ თანხაში შედის ტრადიციული სუფრა, მათ შორის, მსურველებისთვის სამარხვოც. დარბაზი 70 სტუმარს დაიტევს.

23:00 საათზე იწყება საახალწლო ღონისძიება რესტორან „ტყუპებში“. სტუმრებს აქაც „ცოცხალი მუსიკა“ დახვდებათ, მათ შორის, ვიოლინოც. საღამოს მესხეთის სახელმწიფო თეატრის ერთ–ერთი მსახიობი გაუძღვება. დაგეგმილია მხიარული ნომრები, შეჯიბრებები, გამარჯვებულებისთვის იქნება საჩუქრები. რესტორან „ტყუპებში“ იქნება თოვლის ბაბუაც.

რესტორან „ტყუპებში“ ერთი ადამიანისთვის ფასი 30 ლარია. ამ თანხაში ტრადიციული სუფრა შედის. რესტორანი 100 სტუმარს უმასპინძლებს.

რესტორანი „ლომსია“ სტუმრებს 31 დეკემბერს სთავაზობს პროგრამას, რომელშიც იქნება კარაოკე, სინქრონული ცეკვები და არაერთი სიურპრიზი. აქ წამყვანები ქართულ ტრადიციულსა და ევროპულ სამოსში იქნებიან. სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ სატელევიზიო არხებს, ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის მილოცვას.

„ლომსია“ სტუმრებს ორი კატეგორიის მოსახურებას პირდება, ფასი 50 და 60 ლარია. 60–ლარიან პაკეტში შედის თელიანი ველის თელური თეთრი ან ცქრიალა ღვინო „ბრუტი“, ერთ სტუმარზე ერთი ბოთლი. სტუმარი თავად გადაწყვეტს შამპანიური შეუკვეთოს თუ ღვინო. „ლომსია“ 70 სტუმარს დაიტევს.

რესტორანი „ალავერდი“ ახალი წლის ღამეს სტუმრებს შოუმენს, მსახიობ ზურა ნიჟარაძის შოუპროგრამას ჰპირდება. სტუმრებისთვის იმღერებენ ტატო გოდრეძიშვილი, ანსამბლი „მესხეთი“ და რესტორნის მომღერალთა ჯგუფი. დაგეგმილია შეჯიბრებები მაგიდებს შორის და არაერთი სიურპრიზი სტუმრებისთვის. გარდა ამისა, რესტორანი ყველა სტუმარს ერთწლიანი, 10%–იანი ფასდაკლების ბარათით დაასაჩუქრებს. აქ საღამო 23:30 საათზე დაიწყება.

„ალავერდში“ საღამოს გატარება ერთი ადამიანისთვის 70 ლარია. ამ თანხაში ტრადიციული სუფრა შედის. დარბაზი 200 სტუმარზეა გათვლილი.

31 დეკემბერს, 12 საათზე, ყველა რესტორანში იქნება გრანდიოზული ფეიერვერკი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში
საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
განახლებული რესტორანი 'ბონა დეა' სტუმრებს ელის [R]
რესტორანი 'ზაზანოვა'  თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება ®