FM97.5 / LIVE

სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ

მთავარისამართალი 26.12.2014
დღეს, 26 დეკემბერს, სახურავის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მძღოლი და სამი მუშა დაკითხეს.

სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის საქმეზე მოწმეებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

სასამართლში ის მუშები დაიკითხნენ, რომლებიც სახურავზე ხის სამუშაოებს ასრულებდნენ. ასევე, ჩვენება იმ მძღოლმა მისცა, რომელმაც ობიექტზე სახურავის გადასახური მასალა მიიტანა.

„მუშებმა თქვეს, რომ არცერთი კუბამეტრი მასალა არ დაგვიკლია სახურავისთვისო, სამუშაოებსაც გამგეობის თანამშრომლები ამოწმებდნენ და მუშაობის პროცესში ფოტოებსაც იღებდნენო“, - ამბობს ბრალდებულების ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

მისი თქმით, მოწმეების ჩვენებებიდან გამომდიანრე, სახურავზე იმაზე მეტი მასალა დაიხარჯა, ვიდრე ეს ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.

მომავალი სასამართლო სხდომა 13 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო პოლიციამ მერაბიშვილი, ქასრაშვილი და ფარცახაშვილი 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი და მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრებათ. გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთადაა ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე 21“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, თუმცა მისი საქმე მერაბიშვილისა და ქასრაშვილის საქმეს ცალკე გამოეყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
სახურავის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
რას ამბობენ მოწმეები ხე-მასალის შესახებ სახურავის საქმეზე
რას ამბობენ მოწმეები სახურავის საქმეზე
ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ახალციხეში სახურავის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
სახურავის საქმეზე დამდგარ შედეგში ოლეგ სანდროშვილს ადანაშაულებენ