სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.12.2014
სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების თანამედროვე პრობლემებსა და პერსპექტივებზე პროფესორთა და მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენცია მიმდინარეობს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. მას ბოლნისის, გარდაბანის, დმანისის, მარნეულის, დედოფლისწყაროს, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, ადიგენისა და ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგები, ზურაბ ჟვანის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სახელმწიფო ენის პროგრამის სწავლების წარმომადგენლები, ახალციხისა და ტაო – კლარჯეთის მიტროპოლიტი, კათოლიკოს – პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ქალაქ ახალციხის მერი და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებიან.

„შევხვდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც უზარმაზარი მისია აქვთ, ასწავლიან ქართულ ენას სამცხე–ჯავახეთის სკოლებში. მე დავესწარი ამ კონფერენციას იმისთვის, რომ მათთვის მადლობა გადამეხადა“ , – ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ვიდრე კონფერენცია სექციებად დაიყოფოდა, პროგრამის – „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მონაწილე პედაგოგებმა პროგრამის დადებით მხარეებზე ისაუბრეს და სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლებს პროგრამის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

„25 წელია ჯავახეთში ვმოღვაწეობ, მახსოვს ამ პერიოდში კიდევ გვქონდა პატარა კონფერენციები, სადაც ჩვენ პრობლემებზე ვისაუბრეთ და შედეგიანიც იყო. დღესაც არის გარკვეული პრობლემები. საათები საკმარისია, პედაგოგებიც ძლიერი გვყავს, მაგრამ არაქართულ სკოლებში აუცილებელია სახელმძღვანელოების გამოცვლა, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, რამედნიმე საფეხურით უკან დავიწევთ“, – ამბობს ფოკის საჯარო სკოლის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი.

კონფერენციაზე მომხსენებლები განათლებაზე, როგორც აღზრდის მეცნიერებაზე, ბილინგვურ განათლებასა და საგნის სწავლების მეთოდიკაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ექვს სექციად დაიყო, თითოეულ სექციაში 10 – 12 მომხსენებელია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
ახალციხეში  ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
ბილინგვური სწავლების დადებითი და სუსტი მხარეები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი რესპულიკურ კონფერენციას უმასპინძლებს