FM97.5 / LIVE

რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?

მთავარისაზოგადოება 24.12.2014
თბილისიდან მოწვეული მომღერლები და საჩუქრები პატარებისთვის. ახალი წლის ღამეს ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართება.

რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ახალციხის ცენტრალურ პარკში მომღერალი ენრიკო ჯანელიძე და ჯგუფები „ფრანი“ და „ზუმბა ლენდი“ იმღერებენ. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“.

კონცერტი 21:30 საათზე დაიწყება და 2.40 საათს გაგრძელდება. ახალი წლის ღამეს პატარებს საჩუქრებიც ელოდებათ. დაახლოებით 500–მდე პატარას საჩუქრად წიგნები გადაეცემა.

თბილისიდან მომღერლების ჩამოყვანას საქართველოს კულტურის სამინისტრო დააფინანსებს. სცენის მოწყობაზე კი თავდაცვის სამინისტრო იზრუნებს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა საჩუქრებისთვის და ქალაქის საახალწლო განათებისთვის გამოიყოფა, 34.025 ლარი.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი 31 დეკემბრამდე დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე „ამირან ნოზაძე“ ასრულებს.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ცენტრალურ პარკში, გასული წლებისგან განსხვავებით, საახალწლოდ ცოცხალ ნაძვის ხეს მორთავენ. საახალწლო ზეიმი ფეიერვერკით დასრულდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში
ახალციხე საახალწლო განათებებით ირთვება
ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
რა იგეგმება ახალი წლის ღამეს ასპინძაში
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]