FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.08.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადებული 740 ვაკანტური ადგილიდან მხოლოდ 308 ადგილი შეივსო

ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, რომელიც 25 აგვისტოს გამოცხადდა, 2012-2013 სასწავლო წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტი გახდა 24 501 აბიტურიენტი, რაც დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობის 71%-ს შეადგენს.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატში 740 ვაკანტური ადგილი გამოცხადაა. საბოლოო მონაცემებით, წელს ბაკალავრიატში 283 აბიტურიენტი, ხოლო ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე 25 ახალგაზრდა ჩაირიცხა.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წელს მეტი სტუდენტის ჩარიცხვას არც ელოდა, თუმცა ვაკანტური ადგილები მაინც გამოაცხადეს: ”სტუდენტების დაახლოებით იგივე რაოდენობას ველოდებოდით, რაც შარშან იყო”.

უნივერსიტეტში ყველაზე მეტი სტუდენტი წელს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აბიტურიენტთა მაღალი ინტერესი ისტორიის სპეციალობაზე დაფიქსირდა: ”იმის გამო, რომ გასულ წელს იურიდიულ ფაკულტეტზე ბარიერმა 10 ქულით აიწია, წელს სულ 17 აბიტურიენტი ჩაირიცხა, თუმცა, 70 ადგილი იყო გამოცხადებული”.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიღება სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებზეცაა გამოცხადებული. რამდენი სტუდენტი ჩაირიცხება აღნიშნულ პროგრამებზე, 1 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

15.10.2019 ‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

15.10.2019 მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა
წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 300 სტუდენტი მიიღო

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო