FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ

მთავარისაზოგადოება 19.12.2014
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას გმობენ და აქ მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ
„მსოფლიო ოქროს საწყისი ყოფილა თურმე საყდრისი“, „თქვენ ანგრევთ მსოფლიოს საგანძურს“, „შეაჩერე საყდრისის ნგრევა“, „დღეს საყდრისი ხვალ?!“ - ამ ტრანსფარანტებით, დღეს, 19 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის ეზოში აქცია გამართეს.

„ვუერთდებით საქართველოს მასშტაბით ყველა უნივერსიტეტს და ვგმობთ საყდრისის აფეთქებას. საყდრისი ძვირფასი საგანძურია და მას არ უნდა ვანადგურებდეთ. უნდა შეაჩერონ იქ უკანონო სამუშაოები“, - ამბობს ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნათია ზაზაძე.
სასწავლებლის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

„საყდრისი დღეს ყველას სატიკვარია. რაც აქ 12 დეკემბერს ვანდალურად გაანადგურეს ეს აღარ უნდა გაგრძელდეს და უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ჩვენი ფესვებისა და სიძველეების სადარაჯოზე, რომელიც ქართველის სულს კვებავს“, - აცხადებს ისტორიის დოქტორი, პროფესორი ნიკო ახალკაცი და ამატებს, რომ საყდრისმა პროგრესულად მოაზროვნე ყველა ქართველი გააერთიანა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები არიან.

სასწავლებლის ეზოდან სტუდენტებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს: „საყდრისის შესახებ ასე კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ“.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო გამართეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას სტუდენტები შეუერთდნენ
ახალციხელი სტუდენტების პროტესტი
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი