FM97.5 / LIVE

ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია

მთავარიეკონომიკა 19.12.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდია დაზიანებული. ამის გამო მოსახლეობას შემოვლითი გზით უხდება მოძრაობა;

ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია
ხიდი, რომელიც რაიონს ცხრა სოფელთან აკავშირებს ისეა ჩანგრეული, რომ როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის სახიფათოა. ამის შესახებ ინფრომაციას სოციალური ქსელის საშუალებით ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ავრცელებს.

ხიდი, რომ თვეზე მეტია რაც დაზიანდა, ამას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც გვიდასტურებენ. თუმცა, ამბობენ, რომ აქ საგანგაშო არაფერია: „არსებობს შემოვლითი გზა და ადგილობრივები ამ გზით სარგებლობენ“. მაგრამ როგორც სოციალურ ქსელში აბულაძე წერს, შემოვლითი გზა ავარიულია და თუ ამ გზით არ ისარგებლებ „გავლა ბეწვის ხიდზე მოგიწევს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობს: „ინფრასტრუქტურის სამსახური ხარჯთაღრიცხვას აკეთებეს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა შეადგინა კიდეც. უკვე მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროსაც. ხიდი მეფის რუსეთის დროინდელია და ექსპერტების შესწავლას საჭიროებს“.

ენდელაძის განცხადებით, ხიდი გაზაფხულზე შეაკეთეს, თუმცა, ახლა მის კაპიტალურად გაკეთებას გეგმავენ და ამიტომ ეს გარკვეულ დროს საჭიროებს: „კაპიტალურად უნდა გავაკეთოთ, ისე რომ სამომავლოდ ყველა საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ამიტომ ამ ხიდის გაკეთებაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს და ამას დრო სჭირდება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს
სოფელ წახანში ავარიული ხიდი კაპიტალურად შეკეთდა
ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია
რუსთაველის ქუჩაზე ხიდი დროებით შეაკეთეს