FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა

მთავარისაზოგადოება 17.12.2014
სამცხე –ჯავახეთს 10 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. ცხრა მაღალი და ერთი საშუალო გამავლობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რეგიონში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისიწინებით გადანაწილდა.

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა

სასწრაფო დახმარების ავტომობილების გადაცემის ცერემონია დღეს, 17 დეკემბერს ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა. ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზე ხარაშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი შათირიშვილი, მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი ამბობს, სამცხე–ჯავახეთში ავტოპარკინგი 100 პროცეტით განახლდა.

„პირველ ეტაპზე რეგიონში სამი მანქანა გამოვაგზავნეთ, ახლა კიდევ ათი დავამატეთ. გარდა ამისა, დაგეგმილია მედ–პერსონალისთვის მეცამეტე ხელფასის გაცემა და მომავალი წლიდან ხელფასის 30–პროცენტიანი მატება. ახალი წლიდან მედ–პერსონალი ახალი ფორმებით შეუდგება მუშაობას“, – ამბობს თეიმურაზ ხარაშვილი.

ახალციხის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრს 2 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა, ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს სამი მაღალი და ერთი საშუალო გამავლობის ახალი მანქანა, ადიგენს ორი მაღალი გამავლობის მანქანა, ასპინძისა და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს კი თითო–თითო მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცათ.

აკაკი მაჭუტაძის თქმით, სამცხე–ჯავახეთში ავტოპარკინგის განახლება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

„სასწრაფო დახმარების ავტოპარკი, რომელიც, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განახლებულა, მთლიანად განახლდა“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ დრომდე, რეგიონებში 104 ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა განაწილდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა გადაეცა
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
ნინოწმინდის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანა გადასცეს
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ადიგენში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება