FM97.5 / LIVE

სახურავის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

მთავარისამართალი 16.12.2014
დღეს, 16 დეკემბერს, სახურავის საქმეზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამი ყოფილი თანამშრომელი დაკითხეს.

სახურავის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

დღეს სასამართლოს ჩვენება სამმა მოწმემ მისცა: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნინო გოგოლაურმა დ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა აღმშენ–ინსპექციის საკითხებში ემზარ მღებრიშვილმა.

მალხაზ ჟუჟუნაძის განცხადებით, როდესაც გამგებლის მოადგილე იყო, გამგებლის კაბინეტში შეესწრო ფაქტს, რომ „სამცხე 21“- ეს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი გამგებელს სთხოვდა მისთვის ხე მასალა გადაეცა, რადგან ის თანხა, რაც ტენდერით იყო გათვალისწინებული, სამუშაოებს არ ყოფნიდა: „გამგებელმა უთხრა, შენ მაგ თანხით მოიგე ტენდერი და უნდა გააკეთოო. ამის მერე გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს დაურეკა, რომ მასთან ოთახში შემოსულიყო, მაგრამ მე ოთახი დავტოვე და იქ საუბარი როგორ გაგრძელდა, აღარ ვიცი“.

მისივე თქმით, მალევე იგი „ქართული ოცნების“ შტაბში ხელმძღვანელად გადავიდა, უხელფასო შვებულება აიღო და პროექტის განხორციელების შესახებ დეტალები არ იცის: „თუ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისას ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს შესრულებული სამუშაოების სრულყოფილებაში ეჭვი ეპარებოდა, ადგილზე უნდა გასულიყო და თავად შეემოწმებინა: „თუმცა ამის ვალდებულება მას არ ჰქონდა“.

ემზარ მღებრიშვილმა სახურავის პროექტის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა გააკეთა. მისი თქმით, სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით, პროექტის განსახორციელებლად 70 ათას ლარზე მეტი იყო საჭირო: „თუმცა ეს ისე, რომ დეტალები არ შემისწავლია“.

მღებრიშვილს თავად არც სახურავზე ჩატარებული სამუშაოები შეუსწავლია. ადვოკატის კითხვაზე, სამსახურის უფროსი, მიღება–ჩაბარების აქტზე ხელის მოწერისას, მხოლოდ თანამშრომლების მონაყოლს უნდა დაყრდნობოდა თუ თავადაც ენახა ობიექტი, მით უფრო მაშინ, თუ იქ რაღაცა საეჭვო იყო, მღებრიშვილმა უპასუხა: „100-მდე ობიექტი იყო მუნიციპალიტეტში, ხელმძღვანელი ყველას ვერ ნახავდა, ფოტო მასალები შემოდიოდა და აქტები იმის მიხედვით დგებოდა“.

გოგოლაურის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ მშენებელ კომპანიას თანხა სრულად ჩაურიცხა და ეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდა: „მაშინ არ ვიცოდი, რომ „სამცხე-21“ დღგ-ს გადამხდელი არ იყო, ეს შემდეგ გაირკვა“.

მომავალი სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო პოლიციამ მერაბიშვილი, ქასრაშვილი და ფარცახაშვილი 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი და მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრებათ. გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთადაა ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე 21“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, თუმცა მისი საქმე მერაბიშვილისა და ქასრაშვილის საქმეს ცალკე გამოეყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ
რას ამბობენ მოწმეები სახურავის საქმეზე
სახურავის საქმეზე დამდგარ შედეგში ოლეგ სანდროშვილს ადანაშაულებენ
რას ამბობენ მოწმეები ხე-მასალის შესახებ სახურავის საქმეზე
სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
ახალციხეში სახურავის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო