FM97.5 / LIVE

ნინო გიორგობიანი „სამხრეთის კარიბჭეს“ ურთიერთობის ფორმას უწესებს

მთავარისაზოგადოება 16.12.2014
„რაც შეეხება „სამხრეთის კარიბჭეს“, მათთან ურთიერთობას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით მსგავსი ინსინუაციები არ განმეორდეს, მათ მეილის საშუალებით დავეკონტაქტებით, ყველა შეკითხვას გამოაგზავნიან მეილზე miapr@mia.gov.ge და ასევე ოპერატიულად, როგორც აქამდე, პასუხს მეილითვე მიიღებენ“ – წერს ნინო გიორგობიანი .

ნინო გიორგობიანი „სამხრეთის კარიბჭეს“ ურთიერთობის ფორმას უწესებს

„სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ეხმაურება.
გიორგობიანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ გაოცებულია "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტების შეფასებით მის თანამშრომელ ეკა ათოშვილთან დაკავშირებით, „რომელსაც მუდმივ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ეკონტაქტებიან და ის ყოველთვის მათ ოპერატიულად პასუხობს და ინფორმაციას აწვდის“: „ლამის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამინდთან დაკავშირებითაც მას ურეკავენ და ისიც ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს, რომ თურმე მისი თხოვნა სათაურის შეცვლასთან დაკავშირებით მათზე ზეწოლა იყო“.

ნინო გიორგობიანი „სამხრეთის კარიბჭეს“ ურთიერთობის ფორმას უწესებს გიორგობიანი წერს, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთვარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებული სტატია იყო ცალმხრივი და სამინისტროს პოზიცია დაფიქსირებული არ იყო: „ სტატია ისე გამოქვეყნდა, რომ ჩვენთან კომენტარზე არ დაურეკავთ. თავდაპირველად ეკა ათოშვილი რედაქციას სწორედ ამ შეკითხვით დაუკავშირდა, თუ რატომ არ დაინტერესდა „სამხრეთის კარიბჭე“ სამინისტროს პოზიციით, როდესაც ყველა სტატია აქამდე ჩვენი კომენტარით ქვეყნდებოდა. მან ასევე რედაქციას სათაურის შეცვლა სთხოვა, და არა მოსთხოვა, რადგან მათ აქვთ ის ურთიერთობა რომ რამე სთხოვოს, ისევე როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტები ხშირად სთხოვენ ეკას იმასაც კი, რაც მას არ ეხება. სათაურის შეცვლა ეკამ იმიტომ სთხოვა, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურაში დასრულებული არ არის, სათაურში კი მოცემული ბრალდებები მტკიცებით ფორმაში იყო“.

გიორგობიანი რამდენჯერმე იმეორებს, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ ეკა ათოშვილს ხშირად ურეკავს: „რაც შეეხება ბრალდებებს თემურ კალანდაძეს მიმართ, ჩემთვისაც საინტერესოა, რა შედეგებით დასრულდება პროკურატურაში აღნიშნული გამოძიება. გაუგებარია რატომ შეფასდა ეკას ზარი ამ შემთხვევაში ზეწოლად და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად, როდესაც დღეში უამრავი ზარი ხორციელდება როგორც მისი მხრიდან „სამხრეთის კარიბჭესთან“, ასევე მათი მხრიდან ეკასთან“.

შსს–ს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ მისთვის საინტერესო იქნება "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ აღნიშნული სტატიის შეფასება: "რომელიც აბსოლუტურად ცალმხრივი იყო“.

ნინო გიორგობიანი „სამხრეთის კარიბჭეს“ ურთიერთობის ფორმას უწესებს „აქვე ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია „მაესტროს“ და მისი ჟურნალისტის ია თინიკაშვილის პროფესიონალიზმს, რომელიც ამ თემაზე მუშაობის დაწყებისთანავე დაგვიკავშირდა და გვთხოვა თემურ კალანდაძის კომენტარის ჩაწერა, რაც ჩვენ იმავე დღეს ვუზრუნველყავით და ეთერში გასულ სიუჟეტში დაფიქსირდა ორივე მხარის პოზიცია.

ასევე მინდა გითხრათ, რომ "სამხრეთის კარიბჭესგან" არაერთი მადლობის ზარი შემოვიდა პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით, როდესაც მათ რედაქციასთან აქცია გაიმართა. პოლიცია ადგილზე დაუყონებლივ მივიდა და ვითარების გამწვავება არ დაუშვა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი პოლიციის მანქანამ ჩააცილა თავის რეგიონში, რაზეც ჟურნალისტებმა ასევე მადლობა გადაგვიხადეს და ჩემთან პირადად მადლობის არაერთი ზარი შემოვიდა.

შსს-ს პრესსამსახურს კარგი ურთიერთობა აქვს ყველა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიოანალურ მედიასაშაულებასთან, მათ შორის „სამხრეთის კარიბჭესთან“ და ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რეგიონებს კურირებენ, რეგიონალურ ჟურნალისტებს ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში აქტიურად ეკონტაქტებიან, აწვდიან ინფორმაციას სამინისტროს აქტივობების შესახებ და მათ კითხვებს პასუხობენ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალებაა. ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებებს, რომ პრესსამსახურის თანამშრომლები ვინმეზე ზეწოლას ახორციელებენ. თუ კი ნებისმიერი ჩვენი ზარი მასალის გავრცელებასთან ან რაიმე თხოვნასთან დაკავშირებით ზეწოლად აღიქმება, მაშინ ეს ჩემშიც უკვე ეჭვებს ბადებს და მეც ჩემი დასკვნების გაკეთება შემიძლია.

რაც შეეხება „სამხრეთის კარიბჭეს“, მათთან ურთიერთობას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით მსგავსი ინსინუაციები არ განმეორდეს, მათ მეილის საშუალებით დავეკონტაქტებით, ყველა შეკითხვას გამოაგზავნიან მეილზე miapr@mia.gov.ge და ასევე ოპერატიულად, როგორც აქამდე, პასუხს მეილითვე მიიღებენ“, – წერს ნინო გიორგობიანი.

საინტერესოა, რას გულისხმობს გიორგობიანი, როდესაც ამბობს, რომ ეკა ათოშვილს „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტები ხშირად სთხოვენ იმასაც კი, რაც მას არ ეხება. გარდა კომენტარისა და ინფორმაციის მიღებისა, ეკა ათოშვილთან „სამხრეთის კარიბჭეს“ არასოდეს დაურეკავს.

გარდა ამის, ეკა ათოშვილის პირველივე ფრაზა დარეკვისას, იყო სათაურის შეცვლაზე (ეს იყო თხოვნა და არა მოთხოვნა და „სამხრეთის კარიბჭე“ არსად არ ამბობს, რომ მას რამე მოსთხოვეს) და როდესაც ამაზე უარი მიიღო, ამის შემდეგ დაიწყო იმის მტკიცება, რომ სტატია იყო ცალმხრივი და არ იყო შსს–ს პოზიცია. (რაც შეეხება შსს–ს პოზიციას, სტატიაში საუბარია რომ ამაზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ და სტატიაში დევს პროკურატურის კომენტარი).

ასევე, რაც შეეხება, მაესტროსთან გაკეთებულ კომენტარს, „სამხრეთის კარიბჭემ“ იცოდა, რომ „მაესტროს“ ჟურნალისტი ია თინიკაშვილი აპირებდა თეიმურაზ კალანდაძის ჩაწერას. თამუნა უჩიძემ დარეკა ეკა ათოშვილთან და სთხოვა შეეთანხმებინა, რომ ისიც ჩაწერდა, რაზეც მიღო პასუხი, რომ შსს–მ იცოდა ორმხრივი თანამშრომლობა და კალანდაძე დაელაპარაკებოდა მხოლოდ "მაესტროს“.

ამის შემდეგ, ეკა ათოშვილთან „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორმა დარეკა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კალანდაძე არ გააკეთებდა კომენტარს, „სამხრეთის კარიბჭე“ გამოიყენებდა კომენტარს „მაესტროსგან“, თუმცა, განმარტავდა რატომ გააკეთა „სამხრეთის კარიბჭეს“ ექსკლუზიურ მასალაზე სამმართველოს უფროსმა კომენტარი „მაესტროსთან“ და რატომ არ დაელაპარაკა „სამხრეთის კარიბჭეს“. ამის შემდეგ ეკა ათოშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ გააცნო შსს–ს პოზიცია, რაც დაიწერა კიდეც. (თუმცა, სტატიაში არაფერი თქმულა შსს–ს ორმხრივ თანამშრომლობაზე და თავდაპირველ უარზე).

ნინო გიორგობიანის სტატუსში ყველაზე დამაფიქრებელი მაინც მისი ბოლო აბზაცია: „რაც შეეხება „სამხრეთის კარიბჭეს“, მათთან ურთიერთობას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით მსგავსი ინსინუაციები არ განმეორდეს, მათ მეილის საშუალებით დავეკონტაქტებით, ყველა შეკითხვას გამოაგზავნიან მეილზე miapr@mia.gov.ge და ასევე ოპერატიულად, როგორც აქამდე, პასუხს მეილითვე მიიღებენ“.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
TI: ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს
„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები – გამოხმაურება მედიაში
“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
MDF, TDI და GDI  "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ
‘იუდა’ჟურნალისტი და ბრბო, რომელიც მართავს ‘სამხრეთის კარიბჭეს’ – პრესკონფერენცია ახალციხეში