FM97.5 / LIVE

განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.12.2014
პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ახალი მოდელი – ამ საკითხებზე სასაუბროდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, გუშინ, 12 დეკემბერს, N5 საჯარო სკოლაში შეხვდა. მინისტრი პედაგოგებს ზოგადი განათლების სტრატეგის ძირითად პრინციპებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე შეფასების ახალი სქემის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციაც გააკეთეს და ცვლილებების დადებით მხარეებზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, ახალი სქემის ფუნქციონირების დაწყებას, წინ რამდენიმე ნორმატიული დოკუმენტის დამტკიცება უძღვის, ამიტომ პროცესი დაახლოებით 20 თებერვლისთვის დაიწყება.

„სქემა სახელფასო პოლიტიკით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აყენებს პედაგოგს, ვიდრე ეს აქამდე იყო. პედაგოგები მონდომებულები არიან, რომ სქემაში დროულად ჩაერთონ, მოტივირებული არიან იმ სახელფასო პაკეტით, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, შესაბამისად შეხვედრა წარმატებული იყო. ურთერთობა შედგა და ჩვენ უკვე გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

სქემა პედაგოგთა შეფასების 4 კატეგორიას მოიცავს: პირველი კატეგორია–პრაქტიკოსი მასწავლებელი, მეორე კატეგორია– უფროსი მასწავლებელი, მესამე – წამყვანი მასწავლებელი და უმაღლესი კატეგორია–მენტორი. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 2015 წლიდან საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები გაიხსნება, ასევე აღიჭურვება ბიბლიოთეკები.

„ვფიქრობ ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ბევრი კითხვები გვაქვს მასწავლებლებს, როგორც ჩვენ ხელფასებთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს სქემაში ჩართულობასთან. ეს არის ჩვენი პროფესიული ზრდის გეგმა და ძალიან საჭირო მომენტში მოხდა შეხვედრა. შეკითხვები ბევრი იყო და მივიღეთ ამომწურავი პასუხები“, - გვითხრა მეექვსე საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაია მექვაბიშვილმა.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
დღის კითხვა: რატომ აშინებთ პედაგოგებს შეფასების ახალი სქემა [Video]
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა
ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს
რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'
წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასები ეზრდებათ