FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.08.2012
ახალციხის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო.

ახალციხის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, პირველკურსელებმა რეგისტრაციისთვის შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ.

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) 1 ფოტოსურათი (3x4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

რეგისტრაცია 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პირველი კურსის სტუდენტმა რეგისტრაციის ვადებშივე უნდა დაფაროს სწავლის სემესტრული საფასური.

2012-2013 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტს საბაკალავრო პროგრამებზე 700 ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული. 135 ადგილი იყო პროფესიული პროგრამებისთვის და 100 მაგისტრატურისთვის.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, უნივერსიტეტს 308 პირველკურსელი ჰყავს. 283 -ბაკალავრიატში და 25 - ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე.

მაგისტრანტებისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტთა რაოდენობა სექტემბრის ბოლოს, შიდა გამოცდების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში
რამდენი პირველკურსელი ჩაირიცხა სამცხე–ჯავახთის უნივერსიტეტში
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
უნივერსიტეტს მხოლოდ 31 მაგისტრანტი ჰყავს
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა