FM97.5 / LIVE

რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა

მთავარიეკონომიკა 11.12.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მკვიდრს ნონა თაბაგარს, რომელიც მეწყერის გამო სახლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად ახალციხეში გადმოვიდა, დროებით ბინის ქირას ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაუხდის.

რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინაახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ აწყურში მეწყერით დაზარალებულ თაბაგარების ოჯახს ბინის ქირას იქამდე გადაუხდის, ვიდრე ოჯახი ახალ საცხოვრებელ ფართს არ ნახავს. ამის შესახებ დღეს, 11 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე ამბობს მეწყერით დაზარალებულ ოჯახისთვის ბინა დევნილთა სამინისტოს უნდა ეყიდა, საცხოვრებელი ფართი თავად ოჯახმა შეარჩია, თუმცა სამინისტრომ იმის, გამო რომ ბინა ავარიული იყო დაიწუნა.

„ამ ოჯახისთვის 20 ათასი ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ბინა დევნილთა სამინისტროს უნდა ეყიდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის ბინა
ავარიული იყო და ამიტომ სამინისტრომ აღარ შეისყიდა. სანამ ახალ ბინას ნახავენ მათ ქირას ისევ გამგეობა გადაუხდის“, – ამბობს გელა ნოზაძე.

იმისთვის, რომ გამგეობამ თაბაგარების ოჯახს ბინის ქირა გადაუხადოს, ახალციხის მუნიციპალიუტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო.

„ამ ოჯახისთვის ბიუჯეტში 1500 ლარი გავითვალისწინეთ. ერთი წლის განმავლობაში ყოველ თვეში 150 ლარს გადაუხდით“, – ამბობს გელა ნოზაძე.

დევნილთა სამინისტროში აცახდებენ, რომ როგორც კი თაბაგარების ოჯახი სხვა საცხოვრებელ ფართს ნახავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მათ შერჩეულ ბინას შეამოწმებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში სამინისტრო ბინას უყიდის.

„ის ბინა, რომელიც მათ შეარჩიეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეამოწმა და დასკვნაში დაწერა, რომ ბინა ავარიული იყო. როგორც კი ოჯახი სხვა ბინას ნახავს და ექსპერტიზაც დადებს დასკვნას, რომ სახლი მყარია, ამის შემდეგ სამინისტრო მათ ბინას უყიდის“, – ამბობს დევნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დალი გოგოლაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ
წინუბანში უსახლკაროდ დარჩენილ გოგოლაძეებს ბინის ქირას მერია გადაუხდის
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
დევნილები 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ
როგორ უნდა იპოვოთ სასურველი ბინა ათ წუთში [R]