FM97.5 / LIVE

წარუმატებელი პროექტი

მთავარიეკონომიკა 07.03.2012
მთავრობა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარუმატებლობას აღიარებს; რატომ განიცადა კრახი პროექტმა, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებდა

მთავრობა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარუმატებლობას აღიარებს; რატომ განიცადა კრახი პროექტმა, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებდა

პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა 2011 წლის წარუმატებელ პროგრამათა შორის დაასახელა. ჰიბრიდული სიმინდი გასულ წელს 30 ათასმა ინდივიდუალურმა ფერმერმა დათესა, თუმცა სარგებელი მათგან მხოლოდ 10 ათასმა მიიღო.

პროგრამის წარუმატებლობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც საუბრობენ.

- “ჰექტარზე სამნახევარი ტონა მივიღეთ, არადა 5-6 ტონა მოსავალს ველოდით”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ალექსი კოსტანიშვილი.

გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული სიმინდი 92 ჰექტარზე დაითესა. კოსტანიშვილის თქმით, ცუდი მოსავლიანობის მიზეზი, თესლის გვიან შემოტანა იყო: “გვიან დაითესა, არადა აპრილში უნდა დათესილიყო. ვეგეტაციის პერიოდი სიმინდს 130 დღე ჰქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ვერ გაიარა. თესვისას წვიმები დაემთხვა, ოქტომბერში ყინვებმა დაკრა. ამიტომ ვერ მოასწრო მოსვლა და რაც მოვიდა, ისიც დაუმწიფებელი დარჩა”.

პროგრამის წარუმატებლობას ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის: “შეცდომა იყო ის, რომ პროგრამის განხორციელება თავიდანვე დიდი მასშტაბებით დაიწყეს. ჩვენ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა 2007 წელს ერთი ტომრით ვცადეთ და მხოლოდ სამ გლეხს დავათესინეთ. მას შემდეგ ყოველწელს ვაორმაგებთ სათესლე მასალის რაოდენობას”.

მიუხედვად იმისა, რომ შარშან მთავრობა ჰიბრიდის თესლს შედარებით შეღავათიან ფასებში არიგებდა, სასოფლო საკონსულტაციო სამსახურში 10 ჰექტრამდე ფართობზე დასათესი სიმინდი მაინც გაიყიდა და მოსავლით უკმაყოფილო არც არავინ ყოფილა.

- “მეორე პრობლემა ამ პროგრამის იყო არასწორი რეკლამა, როცა ეუბნები გლეხს, რომ 10-ჯერ უკეთეს მოსავალს მიიღებს, მოლოდინიც შესაბამისი აქვს. უბრალოდ უნდა ეთქვათ, რომ ჰიბრიდული სიმინდი, ჯობია იმას, რომელსაც აქამდე თესავდნენ. ზოგადად, აქსიომაა, თუ ჰიბრიდია ე.ი. კარგია, მეტ სტრეს ფაქტორებს იტანს, - ამბობს სადათიერაშვილი და ამატებს, რომ პროგრამის განხორციელებისას გლეხებისთვის პესტიციდების გამოყენება უნდა აეხსნათ - როცა სიმინდი მაღალტექნოლოგიურია, მაღალტექნოლოგიური მოვლაც უნდა, ის სარეველამ არ უნდა დაჩაგროს. თან სარეველა სიმინდს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს. ადამიანებმა კი ამის შესახებ უბრალოდ არ იცოდნენ”.

სადათიერაშვილის თქმით, ზოგადად, პრობლემა გლეხებში, სოფლის მეურნების მიმართულებით, არასაკმარისი ცოდნაა. წლიდან წლამდე რომელი კულტურაცაა მომგებიანი, უმეტესობა იმას თესავს: “ბევრმა ასე დათვალა: წელს სიმინდი 1,20 ლარი ღირს, თუ მივიღებთ 10 ტონას ჰექტარზე, 12 ათასი ლარი მექნება. ის ვეღარ გათვალეს, რომ რაოდენობის მატებასთან ერთად, ფასიც დავარდებოდა. წელს ქვეყნის მასშტაბით სიმინდი 35 თეთრი ღირს”.

სადათიერაშვილის თქმით, რიგით პირველი პრობლემა, რომლის გადაჭრაც სამინისტროს ამ პროგრამის განხორციელების ნაცვლად შეეძლო, სოფლებში სარწყავი სისტემების მოწესრიგებაა. “მერსი ქორფის” გენდერის და კვლევების კოორდინატორი ნინო ლომიძე კი აქცენტს სოფლებში ვეტერინარიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე აკეთებს.

მისი თქმით, სოფლებში არანაირი ვეტერინარული მომსახურება არ არსებობს. სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ პირუტყვს მხოლოდ ხუთ დაავადებაზე ცრიან და იმასაც ძალიან მცირე რაოდენობით: “პირუტყვის შემოწმება გაყიდვისას მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ხდება. არის ფაქტები, როცა მკვდარ პირუტყვს სასაკლაოში აბარებენ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები სწორედ სახელმწიფო დონეზე უნდა გატარდეს”.

მიმდინარე წელს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა. კონკრეტულად რა პრობლემების გადაჭრაზე იზურნებს მთავრობა გლეხებისთვის ზუსტად გაწერილი არაა. თუმცა, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის გაგრძელებს რომ აპირებენ, ეს უკვე გაცხადებულია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის კონსტანტინე კობახიძის განცხადებით, პროგრამა წელსაც გრძელდება: “უწყებას 2011 წელს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ახალი გეგმა აქვს”.

გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, ამერიკული თესლის შეძენის სურვილი 180-მა ოჯახმა გამოთქვა და მათთვის 1825 კილოგრამი სიმინდი ჩამოვდა. პროექტის წარუმატებლობის შემდეგ, რამდენს ექნება მიმდინარე წელს მისი დათსვის სურვილი, წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია.

წინუბანში მცხოვრებმა ჯულიეტა ქიმერიძემ გასულ წელს უსახსრობის გამო თესლი ვერ შეიძინა, მაგრამ წელს უკვე შეძენის სურვილი აღარ აქვს: “იმდენი იძახეს კარგიაო, მინდოდა დამეთესა, ამგრამ ახლა იმდენს იძახიან ცუდიაო, მიხარია რომ შარშან არ დავთესე, ამიტომ წელსაც ჩემს სიმინდს ჩავყრი მიწაში”.

პრეზიდენტის განცხადებით, პროგრამით დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ, თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განგვიმარტეს, გლეხებისთვის არანაირი კომპენსაცის გაცემა არ იგეგმება.

- “გლეხებს 7 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადათ თესლის ღირებულება, უბრალოდ ამ გადასახადისგან გაათავისუფლეს ხალხი”, - ამბობს კოსტანიშვილი.

მართალია გლეხებს კომპანსაცია არ დანიშვნიათ, მაგრამ ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის უფროსს გურამ ჯინჭველაძეს, ეს მაინც არასწორად მიაჩნია: “კომპენსირების ერთადერთი გზა არის სადაზღვეო სისტემის ამოქმედება. საერთოდ ძალიან რისკიანია სოფლის მეურნეობის დაზღვევა, მგრამ სახელმწიფო თუ მოინდომებს ამას, რეალურად განახორციელებს”.

რამდენად წარმატებული იქნება ჰიბრიდული სიმინდის პროექტი, დაინტერესდებიან თუ არა გლეხები წელსაც დათესონ ამერიკული სიმინდი და როგორ მოსავალს მიიღებენ, მომავალი გვიჩვენებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე


სამცხე-ჯავახეთში დამუშავებული ფართობები დასათესი რჩება
რა ფართობი მოიხნა ბარათებით ახალციხეში
რა შეცვალა  საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს
ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ
ვაუჩერების მორიგი აქცია
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო