FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა

მთავარიეკონომიკა 11.12.2014
დღეს, 11 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით N12 სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში შესული საბოლოო ცვლილებები განიხილეს და 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით ერთხმად დაამტკიცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ექვსი საკითხი განიხილეს, აქედან ძირითადი საკითხები ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შესულ ცვლილებებს ეხებოდა.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ძირითადი ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც 25 ნოემბერს ეს საკითხები სტუდენტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

„რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ან მოქალაქეებიდან რაიმე წერილობითი შენიშვნა არ შემოსულა, თუმცა განხილვის დროს იყო ზეპირი შენიშვნები, ძირითადად, სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის კუთხით. შეძლებისდაგვარად ეს შენიშვნები გავითავლისწინეთ და ამ კუთხით ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანეთ“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე ამბობს, შემცირდა არაფინანსური აქტივობის მუხლი, რის საფუძველზეც ბიუჯეტში ჯანდაცვისთვის გათვალისწინებული თანხა 150 ათასი ლარით გაიზარდა. აქედან 60 ათასი ლარით გაიზარდა საოპერაციო ხარჯები და 25 ათასი ლარის ნაცვლად 45 ათასი ლარი გახდა ფულადი დახმარება ახალშობილებზე.

„ამ წელში თუ პირველ ბავშვზე გავცემდით 100 ლარს, მომავალი წლიდან ეს დახმარება 125 ლარით გაიზრდება. 200 ლარს გავცემთ თუ სამ შვილზე მეტი ჰყავთ. 225 ლარს გავცემთ ოთხ შვილზე მეტის ყოლის შემთხვევაში“, – ამბობს გელა ლომიძე და ამატებს, რომ შენიშვნები ხელფასებთან დაკავშირებითაც იყო რაც მეტწილად გამოსწორდა: „30 ათასით შევამცირეთ ხელფასების მუხლი და ეს თანხები სხვადასხვა მიმართულებით გადავანაწილედ“.

გარდა ამისა, საახალწლო მზადებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ცვლილება შესყიდვების გეგმაშიც განხორცილედა. ახალ წელთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა იძულებით გადაადგილებულ პირებს პროდუქტებს გადასცემს, ასევე, კულტურის სამსახურმა მუნიციპალიტეტში არსებული კულტურის სახლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის ნაძვის ხის მოსართავი მოწყობილობები და საახალწლო ნაძვის ხესთან დასარიგებელი სასაჩუქრე პაკეტები უნდა შეიძინოს.

გამგეობა 4 200 ლარის ფარგლებში ტექნიკური მარილის შეძენასაც გეგმავს.

რამდენიმე ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტშიც, როგორც შესყიდვების სამსახურის უფროსი ქეთევან ინასარიძე ამბობს ერთ – ერთი პროგრამის ფარგლებში სოფელ ზიკილიის რიტუალების სახლისთვის მაცივარის შესაძენად 4 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რისთვისაც მხოლოდ 3 800 ლარი დაიხარჯა, დარჩენილი თანხით კი გამგეობა ამავე სოფლის რიტუალების სახლისთვის ჭურჭელს შეიძენს.

„გარდა ამისა სახელმწიფო ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ფერსაში და წინუბანში სოფლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტიდან დარჩენილი თანხით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით შევიძენთ სასმელი წყლის მილებს“,– ამბობს ქეთევან ინასარიძე.

თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა ბულდოზერს და ნაგავმზიდს ყიდულობს
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა