FM97.5 / LIVE

რას პასუხობენ შსს-ში სამხარეო სამმართველოს უფროსის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს

მთავარისამართალი 11.12.2014
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბრალდებულის დის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები; შსს-ში სამხარეოს უფროსის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობენ;

რას პასუხობენ შსს-ში სამხარეო სამმართველოს უფროსის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ იმ ღამეს, როცა სამცხე-ჯავახეთში მკვლელობა მოხდა და ბრალდებულის ოჯახის წევრები ასპინძის რაიონულ სამმართველოში დასაკითხად წაიყვანეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე იქ არ იმყოფებოდა.

„იმ ღამეს არც ახალქალაქის და არც ასპინძის სამმართველოში კალანდაძე არ ყოფილა“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკატერინე ათოშვილი.

იგი ფიზიკური ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელობის დღიდან დღემდე პოლიცია იცავს ბრალდებულის ოჯახის წევრებს და რომ არა სამართალდამცავების აქტიური ქმედება, შესაძლოა სოფელში მოვლენები კიდევ უფრო ცუდად განვითარებულიყო.

ათოშვილს იმის დასტურად, რომ ბრალდებულის დაზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი გადაყვანის ფაქტი მოჰყავს: „იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს და ამიტომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. აქ მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა“.

საწინააღმდეგოს აცხადებს ბრალდებულის და. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ იგი ნაცემი იყო და ამ მდგომარეობაში იზოლატორმა არ მიიღო, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

„თმიდან რომ მითრიეს თმის საკეთი გამიტყდა და თმა გაჩეჩილი მქონდა, ვტიროდი და მთელი ტანით მაკანკალებდა. იქ ვთქვი, მცემეს-მეთქი. მერე სასწრაფო გამოიძახეს, გამსინჯეს და ნემსი გამიკეთეს რომ დავმშვიდებულიყავი და დამძინებოდა“, - ამბობს ბრალდებულის და.

იგი აცხადებს, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს: „ვითომ ხულიგნობა ჩავიდინე, პოლიციელს ეზოში შეურაცხყოფა მივაყენე და მაგიტომ დამაკავეს. არადა მსგავსი არაფერი ყოფილა, შიშით ვის რას ვეტყოდი?! მაგრამ რომ მომიტანეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ წვრილმანი ხულიგნობის გამო მაკავებდნენ, ხელის მოწერას არ ვაპირებდი და იარაღი ჩამარტყეს თავში. მეორე ირაღი შუბლზე მომადეს. ძალიან შემეშინდა, მაშინ ადვოკატიც არ მყავდა, ჩემებმაც კი არ იცოდნენ სად ვიყავი და ხელი მოვაწერე“.

ბრალდებულის დის ადვოკატის განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობა მისი დაცვის ქვეშ მყოფს იმიტომ დააბრალეს, რომ ასე პოლიციამ მისი უკანონოდ დაკავება გაამართლა: „ასი ლარით დააჯარიმეს და გამოუშვეს“.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის და და მისი არასრულწლოვანი შვილები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებენ. საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სსკ-ს 333-ე მუხლით იძიებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’
ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ადვოკატი: 'ბრალდებული ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა'
ყარათუბნელები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს შეხვდნენ
თეიმურაზ კალანდაძე შსს–დან გაათავისუფლეს
27 საქმე სამართალდამცველების მიერ უფლება–მოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე