FM97.5 / LIVE

მოწონებული და დაწუნებული დირექტორები

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.12.2014
ქალაქ ახალციხის 4 და მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში, გასულ კვირას დირექტორების არჩევნები ჩატარდა. 11–დან 10 სკოლაში დირექტორობის თითო კანდიდატი იყო, 1 სკოლაში კი ორი. 11–დან დირექტორი მხოლოდ ორ სკოლაში არ აირჩიეს.

მოწონებული და დაწუნებული დირექტორები

ქალაქ ახალციხეში დირექტორი ოთხ საჯარო სკოლაში უნდა აერჩიათ: N1, N2, N5 და N6 საჯარო სკოლებში, გარდა ამისა, დირექტორი უნდა აერჩიათ: ვალეს N1 დ N2, კლდის, საყუნეთის, მინაძის ტყემლანისა და სვირის საჯარო სკოლებში.

11 სკოლიდან დირექტორობის ორი კანდიდატი მხოლოდ ახალციხის N6 საჯარო სკოლაში იყო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ სადაც ერთი კანდიდატი იყო, პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა.

მაგალითად, ახალციხის N1 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი დირექტორად არ აირჩია. 5 მომხრე და 9 წინააღმდეგი – ასე დასრულდა არჩევნები ამ სკოლაში, სადაც დირექტორობის კანდიდატი ჟუჟუნა გოგოლაური იყო.

2 დეკემბერს დირექტორი ვერც ახალციხის N2 საჯარო სკოლაში აირჩიეს. დირექტორობის კანდიდატის, ბელა დიასამიძის სასარგებლოდ 8 წევრიდან ხმა მხოლოდ 3–მა წევრმა მისცა.

განსხვავებით N1 და N2 სკოლებისგან, ინგა ვარდიძე, რომელსაც ერთ დროს კაბინეტის კარის აჭედვით ემუქრებოდნენ, მეხუთე სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად ერთხმად აირჩია.

ინგა ვარდიძე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის 12 მარტიდან დაინიშნა. მაშინ მის სკოლაში გამოჩენას პედაგოგებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა. მიხუედავად სკოლაში მუშაობის არცთუ სასიამოვნო დასაწყისისა, ახალარჩეული დირექტორი ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

ორი კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით აირჩიეს დირექტორი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში. ამ სკოლაში დირექტორობისთვის ორი კანდიდატი: ქეთევან პარუნაშვილი და გივი კაპანაძე იბრძოდნენ, რვა ხმიდან ექვსი კაპანაძემ მიიღო. გივი კაპანაძე ანის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად 1991 წლიდან მუშაობდა. 2007 წლიდან დღემდე, ამავე სკოლის დირექტორი იყო.

განსხვავებით ქალაქის სკოლებისგან, დირექტორები აირჩიეს ახალციხის მუნიციპალიტეტის შვიდივე საჯარო სკოლაში. 7–დან 4 სკოლაში დირექტორობის კანდიდატი სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 4–ვე ერთხმად აირჩიეს. ახალი კანდიდატურა იყო წარდგენილი დანარჩენ სამ სკოლაში. დირექტორი ამ სამ სკოლაშიც აირჩიეს.

სვირში დირექტორობის კანდიდატი მოქმედი დირექტორი გიული ყიფიანი იყო. იგი ერთხმად აირჩიეს.

გიული ყიფიანი სვირის სკოლაში 1988 წლიდან მუშაობდა. იყო გეოგრაფიის მასწავლებელი და პარალელურად, 1994 წლამდე დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში. 1995 წლიდან 2005 წლამდე სასწავლო ნაწილის გამგე იყო, 2005 წლიდან სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2007 წელს, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სამეურვეო საბჭომ ისევ დირექტორის პოსტზე აირჩია. ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წელს გიული ყიფიანმა დირექტორის არჩევნები კვლავ ჩააბარა და საბჭომ იგი მეორედაც აირჩია.

ასევე დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი და ასევე ერთხმად აირჩიეს დონარი ზედგინიძე მინაძის საჯარო სკოლაში. ზედგინიძე მინაძის საჯარო სკოლაში 1978 წლიდან მუშაობს. 1994 წლიდან კი დირექტორია.

სკოლის ყოფილ დირექტორს და განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას სიმონ გელაშვილს დაუჭირეს მხარი საყუნეთის საჯარო სკოლაშიც.

გელაშვილი საყუნეთის სკოლაში 2003–2004 წლებში მუშაობდა. შემდეგ მუშაობა კერძო კომპანიებში განაგრძო. 2011 წელს კი საყუნეთის საჯარო სკოლის დირქტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

კლდის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად მალხაზ ბლუაშვილი აიჩია. ბლუაშვილმაც საბჭოს ყველა წევრის ხმა მიიღო. იგი ამ სკოლაში 1988 წლიდან მუშაობს. 1995 წლიდან 2005 წლამდე სასწავლო ნაწილის გამგე იყო. 2005 წლიდან დღემდე კი დირექტორი.

განსხვავებით ამ ოთხი სკოლისა, ახალი კანდიდატურა წარადგინეს ტყემლანის საჯარო სკოლაში, –ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო ტყემალაძე. თუმცა, სამეურვეო საბჭოს ექვსი წევრიდან ტყემალაძის კანდიდატურას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა. 13 წელიწადია ტყემალაძე ამ სკოლაში მუშაობს.

ვალეს N1 საჯარო სკოლაში დირექტორად ირა გიორგაძე აირჩიეს, რომელიც ვალეს N2 სკოლაში უცხო ენების მასწავლებელი იყო. გიორგაძეს საბჭოს ექვსი წევრიდან მხარი ხუთმა დაუჭირა. დირექტორის პოსტზე მან ირა გოგილაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ვალეს მეორე საჯარო სკოლაში დირექტორად სპეციალობით ჟურნალისტი გვანცა გოგოლაძე აირჩიეს. სამეურვეო საბჭოს 6 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი ყველამ დაუჭირა.

9–ვე დირექტორი, რომლებიც 2 დეკემბერს სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს, ოფიციალურად განათლების სამინისტროს ბრძანებით, 14 დეკემბრამდე დაინიშნებიან. იმ ორ სკოლაში კი, სადაც დირექტორის კანდიდატურას საბჭოებმა მხარი არ დაუჭირეს, დირექტორს განათლების სამინისტრო დანიშნავს. თუმცა, ვის და როდის დანიშნავენ, განათლების სამინისტროში ჯერ არ აკონკრეტებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
დირექტორი, რომელსაც პედაგოგები კარის აჭედვით ემუქრებოდნენ, დღეს ერთხმად აირჩიეს
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს
განათლების სამინისტრომ სკოლებს სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული დირექტორები დაუნიშნა